სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სკოლა ჩემთვის პროფესიული თუ შემოქმედებითი გარემოა, სადაც შემიძლია განვვითარდე“ - მანავის საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა ყორღანაშვილი
24-06-2022
-
+


საზაფხულო არდადეგების დაწყებასთან ერთად, საინტერესოა, რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორებისთვის, რა სჭირდება განათლების სისტემას და რას ურჩევენ არდადეგებზე მოსწავლეთა მშობლებს. 

ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე კომპეტენტურ პასუხებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლის დირექტორ, ლეილა ყორღანაშვილთან ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.

- სკოლა ჩემთვის არის...

- ჩემი პროფესიული თუ შემოქმედებითი თუ ემოციური რეალიზაციის გარემო, სადაც შემიძლია დავიხარჯო, განვვითარდე, მივიღო უკუკავშირი, რაც ასევე სტიმულის მომცემია და ამავე დროს მივიღო დიდი ემოციური მუხტი ბავშვებისგან, რომლებსაც ჩემგან აქვთ მოლოდინი, რომ ახალი დღე აუცილებლად ახალი ინოვაციებით დაიწყება; აქვთ ნდობა, რომ მასწავლებლისგან სიყვარული და თანაგრძნობა დახვდებათ, ამის გარეშე სასწავლო პროცესი არ იქნება ეფექტური, შედეგიანი თუ ბავშვს შენგან ასეთი მოლოდინი არ აქვს. ამისთვის კი ღირს მასწავლებლის შრომა, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიაწოდოს მოსწავლეს საგნის შესახებ, ეცადოს ისეთი სასწავლო გარემო შექმნას რომ ყოველი მოსწავლე საკუთარი ინტერესებისა და შესაძლებლობების მიხედვით ჩაერთოს სასწავლო პროცესში, სასწავლო გარემო უფრო მრავალფეროვანი და ხალისიანი იყოს; ისწავლოს სწორი კომუნიკაცია ბავშვებთან, კოლეგებთან და მშობლებთან.

- მოტივაცია მემატება, როცა...

- ჩემი ძალისხმევა რაც შეიძლება მეტი გავიგო თითოეული მოსწავლეს თავისებურებების, ინტერესების, შესაძლებლობების შესახებ, შემდეგ მოვარგო ჩემი პროფესიული ცოდნა მოსწავლეთა ცოდნის ამაღლებას და უნარების განვითარებას და ბოლოს, ვიღებ სასურველ უკუკავშირს; მასწავლებლისთვის უმთავრესია მოსწავლეთა მხრიდან ნდობა, რომ გაიხსნას მისი შემოქმედებითი პოტენციალი და ცოდნის მიღებასთან ერთად განივითაროს პიროვნული უნარები.

- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის...

- სინანულთან ერთად ახალი იმედებით მავსებს, როგორ მოახდენს თითოეული მიღებული ცოდნის ტრანსფერს; როდესაც ვაძლევ კონკრეტულ ცოდნას აუცილებლად ვიტოვებ ისეთ დავალებებს სადაც თითოეულს ვუტოვებ ინდივიდუალური შესაძლებლობების მიხედვით თვითონ იპოვოს პასუხი, შეიმეცნოს, გაიმეოროს ნასწავლი და თვითონ გააკეთოს დასკვნები; და მერე მათ შედეგებში დიდი ინტერესით ვეძებ ჩემი ნასწავლის იქით სად არის მისი - ინდივიდუალური შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლინება; რაც მეტს ვიპოვი უფრო მეტად გადავდივარ პასიურ მდგომარეობაში, რომ ასპარეზი მათ ნიჭს და ტალანტს დავუთმო. თუმცა ვმუშაობ სხვასხვა სახის მინიშნებებზე, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენო, შევურჩიო როდის, რომელი, რომელ მოსწავლეს, განვითარების რომელ სტადიაზე რა დასჭირდება.  

- განათლების სისტემას სჭირდება...

- უწყვეტი განვითარება მოსწავლეთა შედეგებიდან გამომდინარე; მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, ინკლუზიური განათლების სრულყოფა თითოეულ საკლასო გარემოში; სკოლების რეაბილიტაცია, ახალი ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა; პროფესიული ორიენტაციის მხრივ მოსწავლეთა ინფორმირება.

- სასწავლო წელი გამორჩეული იყო...

- დისტანციური სწავლებისას წარმოქმნილი პრობლემების, მათი მოგვარების და ასევე ინოვაციური სასწავლო მეთოდების, სასწავლო აქტივობების დანერგვის კუთხით.

- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ...

- საკუთარი შვილის თავისებურებების და შესაძლებლობების უკეთ გაგების მიზნით მისცენ თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა, როგორც წიგნიერების ამაღლების კუთხით ასევე, სხვა მისწრაფებების, შემოქმედებითი განვითარების, მისი საყვარელი საქმიანობის კუთხით.

- სასწავლო წლის დასასრულს...

- მინდა დავემშვიდობო ჩემს მოსწავლეებს და მასწავლებლებს უკეთესი ახალი სასწავლო პროცესის დაწყების იმედით; მინდა, მადლობა ვუთხრა, რომ მიუხედავად დისტანციური სწავლების დროს წარმოშობილი პრობლემებისა მაინც მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ მეტად მნიშვნელოვან საქმიანობას, რომელსაც მანავის საჯარო სკოლის სასწავლო პროცესი ჰქვია; მინდა მადლობა ვუთხრა მშობლებს თანადგომისთვის, ინტერნეტ სივრცის უზრუნველყოფისთვის და დავპირდე, რომ მანავის საჯარო სკოლა მომავალ სასწავლო წელს ღირსეულად გააგრძელებს ახალ სივრცეში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სამეთვალყურეო საბჭოს ახალი ფუნქციები დაემატა

მასწავლებლების სახლი სპეცმასწავლებლებისა და პედაგოგებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

ყველაფერი, რაც პირველ გამოცდამდე უნდა გაიგოთ - ბოლო რეკომენდაციებს აბიტურიენტებს გააცნობენ

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ღონისძიებით მოსწავლეებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება აღნიშნეს და საგანმანათლებლო მიღწევები იზეიმეს

ღონისძიების ფარგლებში განხილულ იქნა კონკურსში წარმოდგენილი ლექსები, პროზაული ნაწყვეტები და ისტორიული თემები

პროექტის თანადამფუძნებელ ბელა მარიასთან (საბერძნეთი) ერთად, იამზე მსხვილიძემ შეძლო უნიკალური საგანმანათლებლო გეოგრაფიის შექმნა

გოგონებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა ანი ჯაჯანიძემ, რომელმაც ყველაზე მეტი ქულა დააგროვა

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება