სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ოყურეშის საჯარო სკოლის მოსწავლე ნინი ქომეთიანს „ეტალონის“ სპეციალური სიგელი მიენიჭა
09-06-2022
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლის მოსწავლე ნინი ქომეთიანი საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.

ცაგერის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეს „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელი მიენიჭა. 

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

9 ივნისს კონკურსის პირველი ეტაპი ცაგერელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ცაგერის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

ინტელექტუალური კონკურსი ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურისა და ცაგერის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით იმართება. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შერჩეული მოსწავლეები, ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „ცაგერის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 10 ივნისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

2026 წლის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა დამტკიცდა - რა იცვლება სკოლებში

საჯარო სკოლის დირექტორებთან დაკავშრებით მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების შინაგანაწესში ცვლილებები შევიდა

პროგრამა ყველა პირველკლასელს შეეხება - მთავრობის განკარგულება ძალაშია

პედაგოგებისთვის ფუნქციების გადანაწილების ბოლო დღე 14 სექტემბერია, კიდევ რა უნდა მოასწრონ სკოლებმა სასწავლო წლის დაწყებამდე

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება