სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენი სოფლის ეკოლოგიური პრობლემები“- საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტის შეჯამება გაიმართა
20-05-2022
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში პროექტ „ჩვენი სოფლის ეკოლოგიური პრობლემების“ შეჯამება გაიმართა. 

აღნიშნული პროექტის მიზანი სოფელ საჩინოში არსებული ეკოლოგიური პრობლემების კვლევა და დახასიათება იყო. მის განხორციელებაში სკოლის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ. მათ სხვადასხვა სამუშაო შეასრულეს. 

გამოკითხვა მე-3 - მე-11 კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს, მონაცემები მე-5, მე-6, მე-11 კლასის მოსწავლეებმა დაამუშავეს, პრეზენტაცია და დასკვნა მე-11 კლასის მოსწავლე ანა მორგოშიამ მოამზადა, ხოლო დისკუსიასა და შეჯამებაში მე-7 - მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

პროექტის ხელმძღვანელი ბიოლოგიის მასწავლებელი ანნა წულაია იყო.

„გამოკითხული იყო 100 რესპონდენტი სოფლის სხვადასხვა უბანში (კუხეში, ლეფიფიე, ლეჯღანღე, ლეჭიჭარუე, ლემორგოშიე, ლეხვიჩე) გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა. ამ პროექტის შედეგებზე იგეგმება შეხვედრა სოფლის ადნიმისტრაციის წარმომადგენლებთან“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

„რეპეტიტორიუმისთვის“ პედაგოგებს გადავამზადებთ - მინისტრის განმარტებები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება