სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N36 საჯარო სკოლა სამოქალაქო განათლების პროგრამისთვის შეირჩა
20-05-2022
-
+


ქუთაისის N36 საჯარო სკოლა შერჩეულია USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში, რომლის მიზანი მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების ახალგაზრდების აღზრდაა.

პროგრამა ითვალისწინებს ტექნოლოგიების დანერგვას სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლების პროცესში, სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობას, ბიზნესისა და სკოლების დაკავშირებას.

სამოქალაქო კლუბის მეურვე კი სამოქალაქო განათლების პედაგოგი ია კაშია გახლავთ.

პროგრამა ხუთი წლის მანძილზე შერჩეულ სკოლებს დახმარებას გაუწევს შემდეგი მიმართულებით:

  • სამოქალაქო განათლების ინტერაქტიული სასწავლო რესურსების შექმნა;
  • სკოლის მართვის ფორუმები, დირექტორებს შორის გამოცდილების გაზიარება, ლიდერი სკოლების გამოკვეთა და დაჯილდოება;
  • სკოლის დირექტორების მხარდაჭერა მონაწილეობაზე ორიენტირებული დემოკრატიული სასკოლო გარემოს უზრუნველსაყოფად;
  • მოსწავლეთა თვითმმართველობების ქსელის შექმნა და მხარდაჭერა;
  • გრანტების გაცემა სკოლებისთვის;
  • სკოლებისთვის ტექნიკის გადაცემა;
  • სხვადასხვა საგნის მასწავლებელთა თანამშრომლობის გაძლიერება სკოლაში სამოქალაქო განათლების ხელშეწყობის მიზნით;
  • სასკოლო სამოქალაქო კლუბების მხარდაჭერა;
  • სამოქალაქო განათლების წლიურ კონფერენცია-გამოფენებში მონაწილეობა;
  • მოსწავლეებისა და მასწავლებლების ტრენინგები ტექნოლოგიების გამოყენებაში;
  • სკოლასა და უნივერსიტეტს შორის კავშირის გაღრმავება;
  • სკოლების კერძო სექტორთან დაახლოება.
„წინ ერთად წარმატებისკენ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება