სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ერთად დავიცვათ ქართული ენა“ - კალის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე მერი მარგველანმა საინტერესო პროექტი განახორციელა
20-05-2022
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის კალის საჯარო სკოლაში მოსწავლის ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან პროექტებსა თუ აქტივობებს სთავაზობენ და სხვადასხვა სასწავლო რესურსს აწვდიან.

ამჯერად, მე-5 კლასის მოსწავლე მერი მარგველანმა განახორციელა პროექტი -„ერთად დავიცვათ ქართული ენა“. 

პროექტის ორგანიზატორის (ხელმძღვანელის) - ამავე სკოლის ქართულის მასწავლებლის, კესო ქობალიას განმარტებით, მოსწავლემ გაიაზრა, რომ ქართული ენა დიდი ისტორიის მქონე უმდიდრესი და უაღრესად განვითარებული ენაა, ხშირად ვრცელდება სიტყვების ისეთი არასწორი ფორმები, რომლებიც გრამატიკულად არასწორია, სწორედ ამ მიზნით შექმნა კედლის გაზეთები, სადაც დაიტანა სიტყვების სწორი და არასწორი დამწერლობა.

პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებლის თქმით, სწორი სამეტყველო ქართულის სწავლება ქვეყნისთვის წინგადადგმული ნაბიჯია.

„ბარბარიზმებთან ბრძოლის მიზნით, პროექტის ფარგლებში მოვაწყეთ დისკუსია თემაზე -„ვიმეტყველოთ წმინდა ქართულით“. ჩვენი მშობლიური ქართული ენის მოვლა-პატრონობა ყველა ადამიანის სისხლხორცეული საქმეა.

ჩვენი უპირველესი მოვალეობაა ვწეროთ და ვიმეტყველოთ სუფთა ქართულით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მშობლიური ენის საკითხს.

მშობლიური ენის დაცვა ყველას ვალია.

ყოველი ქართველი თვალის ჩინივით უნდა უფრთხილდებოდეს მშობლიურ ენას. სწორი სამეტყველო ქართულის სწავლება კი ქვეყნისთვის წინგადადგმული ნაბიჯია“, - ასე აყალიბებს პროექტის მიზნებს მასწავლებელი, რაც სკოლის მხრივ ნამდვილად საჭირო და მისასალმებელია.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის ქართულის მასწავლებელს კესო ქობალიას ამ შესანიშნავი პროექტისთვის და წარმატებებს უსურვებს მას და პროექტში ჩართულ მის მოსწავლეს ასეთი პოზიტიური მიზნებით სწავლა-სწავლების საქმეში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

„რეპეტიტორიუმისთვის“ პედაგოგებს გადავამზადებთ - მინისტრის განმარტებები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება