| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-3დ კლასის მოსწავლეებმა წიგნის, პერსონაჟისა და საავტორო უფლებების დაცვის მსოფლიო დღე საინტერესო აქტივობით აღნიშნეს.
აქტივობა „გახდი პერსონაჟი“, პედაგოგ მელანო სალდაძის ხელმძღვანელობით, საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა. მისი მთავარი მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია იყო.
მოსწავლეებმა თავიანთი საყვარელი პერსონაჟების როლი მოირგეს და ისაუბრეს, თუ რატომ არიან ეს პერსონაჟები გამორჩეულები და რა არის მათში საინტერესო.
მესამეკლასელები აქტივობაში დიდი ხალისით, მონდომებით და ინტერესით ჩაერთნენ. გადაიღეს სამახსოვრო ფოტოებიც.
„აქტივობა საკმაოდ ემოციური და სანახაობრივი გამოდგა“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი