სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზედაეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეები სახალხო დღესასწაულში -„ზედაეწერობა“ მონაწილეობდნენ 
19-05-2022
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეები ადგილობრივ სახალხო დღესასწაულში - „ზედაეწერობა“ მონაწილეობდნენ. სკოლის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ სხვადასხვა ღონისძიებებში, რომელიც ღია ცის ქვეშ გაიმართა. სხვადასხვა კონკურსებსა თუ ნომინაციებში გამარჯვებულები ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ სიგელებით, თასით, მედლებითა და სხვადასხვა საჩუქრებით დააჯილდოვა.

„ჩვენს ლამაზ მუნიციპალიტეტში ჩატარდა სახალხო დღესასწაული „ზედაეწერობა“. ტრადიციულად ქცეული  დღესასწაული 6 მაისს (გიორგობას) აღინიშნება, მაგრამ უამინდობის გამო გადაიდო.

დღესასწაული ფუძემდებელი არის დეკანოზი პავლე გოგოხია. ჩვენი სკოლის მოსწავლეები (სხვებთან ერთად) აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა ღონისძიებებში, რომელიც ღია ცის ქვეშ გაიმართა.

კონკრეტულად კი გაიმართა: ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიციები, სპორტული მარათონი (გარბენი, მაგიდის ჩოგბურთი, ფეხბურთი) გამოფენები: კალიგრაფიული ნამუშევრები, ნახატები,(მარიამ კვიციანი) სპორტულ მარათონი. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ სიგელებით, თასით, მედლებით და სხვადასხვა საჩუქრებით დააჯილდოვა.

მადლობა გაწეული შრომისთვის ჩვენი სკოლის პედაგოგებს - ნორა პაკელიანი, ლორიზა გურჩიანი, ინგა გოგიგას, ბიბლიოთეკას, მადონა შანავას. მადლობა ღონისძიების მთავარ ორგანიზატორს, ჩვენი სოფლის გამგებელს, ასევე ზედაეწერის სასოფლო ბიბლიოთეკას, ზედაეწერის საბავშვო ბაღს საოცარი ნომრისთვის, ყველა მოწვეულ სტუმარს დაფასებისთვის და ყველას ყველას ამ მართლაც რომ უმშვენიერესი დღისთვის. „ძალა ერთობაშია!“ მრავალი ბედნიერი წარმატებული წელი ჩვენს ლამაზ სოფელს და მის მკვიდრთ. ჩვენ გვიყვარს ზედაეწერი“,- აღნიშნულია სკოლის გავრცელებულ წერილში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება