სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მეგობარი სკოლის მოსწავლეებს სვანეთის შესახებ საინტერესო პრეზენტაცია წარუდგინეს
19-05-2022
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს საინტერესო პრეზენტაცია წარუდგინეს. 

აქტივობა eTwining პორტალის გამოყენებით მიმდინარე პროექტის „სვანურ-ფშავური კულტურული მემკვიდრეობა" ფარგლებში განხორციელდა. 

კალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პრეზენტაცია სვანური სამზარეულოს, რელიგიური ხასიათის ადგილობრივი კულტურული ფასეულობების და სხვა ღირსშესანიშნაობების შესახებ წარადგინეს.

შუაფხოს სკოლის მოსწავლეებმა კი, თავის მხრივ, პრეზენტაციები ფშავური კულტურისა და ეთნოგრაფული ყოფის შესახებ წარადგინეს. 

შეხვედრა ჩატარდა teams პლატფორმის საშუალებით გაიმართა.

პროექტში ინტეგრირებული იყო საგნები ისტორია, გეოგრაფია, ქართული ენა და ლიტერატურა. მასში V - XII კლასის მოსწავლეები და პედაგოგები გიორგი ტერუნაშვილი, მაია ქველაძე, ნესტან ხორხომელიძე და მარიამ კვაჭაძე იყვნენ ჩართული.

„პროექტის მიზნიდან გამომდინარე, მოსწავლეები გაეცნენ საკუთარი და სხვა კუთხის კულტურულ მემკვიდრეობას. შეექმნათ წარმოდგენა, რამდენად მნიშვნელოვანია ერის განვითარებისთვის კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა.
აღნიშნულ შეხვედრამდე ამ სკოლების მოსწავლეებს შორის კიდევ ორი ონლაინ შეხვედრა შედგა, რომელთაგან პირველი გაცნობითი ხასიათის იყო, ხოლო მეორეზე მოხდა საკვლევი თემების შერჩევა-დანაწილება მოსწავლეებს შორის
ორივე სკოლის მოსწავლეები კმაყოფილები არიან პროექტის შედეგებით“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება