სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხოჯორნის საჯარო სკოლის პედაგოგ ლალი მარგიანის ინიციატივითა და ავტორობით, მარნეულის არაქართულენოვანი სკოლებისთვის ქართული სიმღერის კონკურსი გაიმართა
19-05-2022
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის სკოლის მასწავლებლის, ლალი მარგიანის ავტორობითა და ინიციატივით მარნეულის არაქართულენოვანი სკოლებისთვის ქართული სიმღერის კონკურსი ჩატარდა. 

კონკურსი 10 მაისს მარნეულის კულტურის ცენტრში გაიმართა. მასში 53 მოსწავლე და 3 მასწავლებელი მონაწილეობდა. კონკურსის პარალელურად გამოფენილი იყო მოსწავლე-მასწავლებლების ნახატები, ხელნაკეთი ნივთები, აქსესუარები. 

პროექტის ავტორი შთამბეჭდავი ღონისძიების შესახებ დეტალურად გვიყვება.

„როგორც ჩემს კოლეგა კონსულტანტებს მივწერე, „არ მომასვენა გამჩენმა“ და თებერვლის ბოლოს ქართული სიმღერის კონკურსი გამოვაცხადე მარნეულის არაქართულენოვანი სკოლებისთვის.

კონკურსის მიზანი სკოლებში მუსიკის საგნის პოპულარიზაცია, სიმღერის ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების აღმოჩენა და ამავდროულად ქართული ენის პოპულარიზაციაც იყო.

მხარდამჭერებიც გამოგვიჩნდნენ, მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი, მარნეულის კულტურის ცენტრი, ირაკლი ჭკადუას სახელობის ხელოვნების ფონდი, ცაგერის მუნიციპალიტეტის ა/აიპ „ქალთა, ბავშვთა უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის ცენტრი“.

კონკურსის გამოცხადებისთანავე შემეხმიანენ შაუმიანის N3, დამიის, მარნეულის N8,ზემო სარალის, შულავერის N2 საჯარო სკოლების კონსულტანტები, საბირქენდისა და გიულიბაღის დამხმარე მასწავლებლები: სალომე ქირია და ნუცა დემეტრაშვილი.

კონკურსი 10 მაისს მარნეულის კულტურის ცენტრში გაიმართა.

ჟიურის შემადგენლობაში გახლდნენ: მუსიკის სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორი მაია ოთიაშვილი, ფესტივალის -„სხვა საქართველო სად არის“ ორგანიზატორი მაია ჯამალაშვილი, მუსიკის მასწავლებელთა საუკეთესო ხუთეულის წევრი, ცაგერის, ბრეძის, რცხმელურის საჯარო სკოლების მასწავლებელი, პროგრამა -„ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტი იზა ხეცურიანი და ა/აიპ „ქალთა, ბავშვთა უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის ცენტრის ხელმძღვანელი: მარინე სვანიძე.

ღონისძიებას უძღვებოდა ახკერპის საჯარო სკოლის კონსულტანტი ნარიმან მელიქიძე.

კონკურსში 53 მოსწავლე და 3 მასწავლებელი მონაწილეობდა. სტუმრის სტატუსით ჩართული იყვნენ: წითელსოფლის საჯარო სკოლის მოცეკვავეები, ლაზარე შალამბერიძე რუსთავიდან, თეკლა ახვლედიანი ცაგერიდან, მარნეულის N6 სკოლის მოსწავლეები მარიამ და ნინი ყულოშვილები.

კონკურსი გახსნა მარნეულის კულტურის ცენტრის მოსწავლემ, ქრისტი ჯავახიძემ ი.გურგულიას სიმღერით - „და სიმღერისთვის შეიქმნა ადამიანი“.

კონკურსის პარალელურად გამოფენილი იყო მოსწავლე-მასწავლებლების ნახატები, ხელნაკეთი ნივთები, აქსესუარები.

მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიება რამდენიმე საათი გაგრძელდა, დარბაზი ყველა გამომსვლელს ყურადღებით უსმენდა.

ირაკლი ჭკადუას ფონდის -„რეის“ წარმომადგენლებმა, ახალგაზრდა მუსიკოსმა, კომპოზიტორმა, პიანისტმა, საფრანგეთის მუსიკალური ფესტივალის ლაურეატმა, პარიზის კონსერვატორიის პროფესორმა ნიკა ნიკვაშვილმა და სოფო ჭკადუამ ფონდის სახელით მადლობა გადაუხადეს ყველა მონაწილეს და როგორც პროექტის ავტორს, ფონდის სახელობის პრიზიც გადმომცეს. მარინე სვანიძემ ორგანიზაციის სახელით დაასაჩუქრა დამიის დაწყებითი კლასის მასწავლებელი, იზა ხეცურიანმა - ხოჯორნის სკოლის სპორტის მასწავლებელი არუტიუნ მკრტჩიანი.

ჟიურიმ პრიზები გადასცა მოსწავლეებსაც.

როგორც ორგანიზატორმა, ხოჯორნის სკოლის დირექტორმა სიგელები გადასცა როგორც მონაწილე მოსწავლეებს, ასევე კონსულტანტებს და ყველა მონაწილე სკოლას.

მადლობა ყველა ჩართულ მასწავლებელს, მადლობა: მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრს.

მარნეულის კულტურის ცენტრს მის ხელმძღვანელს, ნატო შავიშვილს და არაჩვეულებრივ კოლექტივს!

მადლობა ჩემი სკოლის დირექტორს რომა გარიბიანს და ჩემს საოცარ კოლეგებს თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის!

მადლობა ჩემი სკოლის ერთგულ და უღალატო მეგობარს გიორგი კილაძეს.

ღონისძიება ვერ შედგებოდა,რომ არა თქვენ, ყველა, ვინც ჩართულები იყავით და თქვენს პატარებს 2022 წლის 10 მაისი აჩუქეთ!“,- აღნიშნავს ლალი მარგიანი.

იხილეთ ღონისძიების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა:










































კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება