| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აქციაში ეკოკლუბ „ხემხვაიეს“ წევრები, მათი მეგობრები, სკოლის მეათეკლასელები და მასწავლებლები: კლუბის ხელმძღვანელი მთვარისა ფიფია, მე-10 კლასის ხელმძღვანელი ვალერიანე ფიფია, სპორტის მასწავლებელი ბადრი ჯინჯოლავა ჩაერთნენ. აქციის მონაწილეებმა ენგურჰესის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
აქციაში მონაწილეობდნენ აგრეთვე სურსათის ეროვნული სააგენტო, ახალკახათის საჯარო სკოლის ეკოკლუბი, ქალაქ ჯვარის პირველი სკოლის ეკოკლუბი, ქალაქ ჯვარის დასუფთავების სამსახური, შპს „ენგური ატრაქცია“.
CENN-მა, ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მხარდაჭერით, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი დასუფთავების აქციები გამართა. დასუფთავების აქციები იმერეთის, კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე- ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში ჩატარდა. აქციის მონაწილეებმა წინაწარ შერჩეული ტერიტორიები უკონტროლოდ გაფანტული საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დაასუფთავეს.
დასუფთავების მასშტაბურ აქციას ფინანსურად მხარს უჭერენ CENN-ის მიმდინარე პროექტები (1) EU4Youth “სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისათვის, (2) საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO-CAP), (3) “ეს წალკაა” და (4) „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ (SFMRD).
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი