სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვაბღის საჯარო სკოლაში საერთაშორისო პროექტი განხორციელდა
18-05-2022
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლაში პროგრამა - „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ მასწავლებლების - თაია მამარდაშვილის და ნინო ფაილოძის ხელმძღვანელობით პლატფორმა eTwinning -ის ფარგლებში, საერთაშორისო პროექტი Propaganda and the power of convincing განხორციელდა.

პროექტში სკოლის VIII - XII კლასის მოსწავლეები იყვნენ ჩართულები

„ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა გვემუშავა თურქეთის, პორტუგალიის, საფრანგეთის და წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის პარტნიორ სკოლებთან ერთად. პროექტის მიზანი იყო: მოსწავლეთა  ცნობიერების ამაღლება მედია წიგნიერების კუთხით და საკომუნიკაციო უნარების გაუმჯობესება ინგლისურ ენაში.

პროექტი ეხება 21-ე საუკუნის მნიშვნელოვან გამოწვევას - მედიაწიგნიერებას. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ აუცილებელია ჩვენმა მოსწავლეებმა შეძლონ სხვადასხვა ტიპის მედია გზავნილების იდენტიფიცირება, გაანალიზება და კრიტიკულად შეფასება. ამიტომ პროექტის ფარგლებში განვახორციელეთ ისეთი აქტივობები, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს დაადგინონ არის თუ ინფორმაცია სანდო, შეძლონ ცნებებისა და ტექსტების უფრო ღრმა ანალიზი და თავიდან აიცილონ მცდარი ინფორმაციის გაზიარება თუ დაჯერება.

აღსანიშნავია, რომ პროექტის მიმდინარეობისას, სისტემატურად ვატარებდით ონლაინ შეხვედრებს და ვებინარებს მოსწავლეთა მედია ცნობიერების ამაღლების მიზნით. აქტიურად ვმონაწილეობდით ონლაინ ფორუმებშიც. შეიქმნა ბევრი მრავალფეროვანი პროდუქტი: საგანმანათლებლო თამაშები, პოსტერები, გზამკვლევები, ვიდეოები. მოსწავლეთა თანამშრომლობა ხელს უწყობდა არამარტო მათი მედია ცნობიერების ამაღლების, არამედ მოსწავლეთა საკომუნიკაციო და ინტერკულტურული უნარების განვითარებასაც.

პროექტის ფარგლებში შექმნილი ერთობლივი პროდუქტებიდან აღსანიშნავია - ელექტრონული წიგნი - Propaganda and the power of convincing, რომელიც მკითხველს აწვდის ინფორმაციას, თუ როგორ ამოვიცნოთ და გავუმკლავდეთ - დეზინფორმაციას, ყალბ ინფორმაციას და პროპაგანდას. ხოლო, როგორც ფინალური პროდუქტი - მოსწავლეებმა შექმნეს რეპ სიმღერა, რომლის მიზანიც - ყალბი ინფორმაციის გავრცელების საწინააღმდეგო კამპანიაა.

შედეგები გვიჩვენებს, რომ პროექტის მიმდინარეობისას მოსწავლეებმა შეძლეს გამოევლინათ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება. შეძლეს ეთანამშრომლათ თანატოლებთან და დაეძლიათ ენობრივი ბარიერები“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

„რეპეტიტორიუმისთვის“ პედაგოგებს გადავამზადებთ - მინისტრის განმარტებები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება