სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვირტუალ-2022“ - შთამბეჭდავი ღონისძიება იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში
18-05-2022
-
+


იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში, ხელოვნების პედაგოგის ლიკა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, მე-7, მე-8 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა, მუზეუმების საერთაშორისო დღის მოახლოებულ თარიღთან დაკავშირებით, მაყურებელს ინფორმაციულ-თეატრალიზებული სანახაობა „ვირტუალ-2022“ შესთავაზეს.

აქტივობის ფარგლებში დამსწრე საზოგადოება არა მხოლოდ მაყურებლის, არამედ უშუალო მონაწილის ამპლუაში აღმოჩნდა.

„ვირტუალური მოგზაურობა მსოფლიოს ცნობილ მუზეუმებსა და გალერეებში, „ვირტუალ-თრეველ 2022“- ის საჰაერო ხომალდით, საინტერესო თავგადასავლად იქცა გათამაშებული.

„საგზურების“ იღბლიანი მფლობელებისთვის და არა მხოლოდ მათთვის! მოსწავლეთა გარდასახვამ ხომალდის მეთაურად თუ ბორტგამცილებლებად, მუზეუმების გიდებად და მსოფლიო შედევრების პროტოტიპებად, ღონისძიების სანახაობრივი მხარე მნიშვნელოვნად განსაზღვრა და ამაღლებული განწყობა შეუქმნა დამსწრე საზოგადოებას, რომელთა შორისაც იყვნენ არა მხოლოდ სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები, არამედ მოწვეული საპატიო სტუმრებიც, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები და აგრეთვე საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელები.

„ვირტუალ 2022“ არ იყო მხოლოდ ერთი რიგითი სასკოლო ღონისძიება. ამ სპექტაკლმა თავისი რეჟისურით, მოსწავლეთა საოცარი შესრულებით, ინფორმაციულობითა და შთამბეჭდავი სანახაობით განსაკუთრებული ადგილი დაიკავა მაყურებელთა მეხსიერებაში. ჩვენი სკოლის სახელით, ვულოცავთ ლიკა მასწავლებელს და ჩვენს პატარა მსახიობებს ამ წარმატებას!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება