სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩიქუნეთის საჯარო სკოლაში გარემოს დაცვას მრავალფეროვანი ღონისძიებები მიეძღვნა
18-05-2022
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიქუნეთის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება და აქცია - პერფორმანსი ჩატარდა.

მრავალფეროვანი ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო მხატვრული ნაწილი, ინტელექტუალური თამაშები, ასფალტზე ხატვა და პერფორმანსი თემაზე - „იზრუნე გარემოზე“.

ღონისძიებაში მოსწავლეები კლასის ხელმძღვანელებთან ერთად მონაწილეობდნენ. აღსანიშნავია, რომ აქტივობებს ხელმძღვანელობდნენ - ნანული კახიძე და თამილა საფარიძე.

დედამიწის დღე ასევე, ჩიქუნეთის საჯარო სკოლასთან შერწყმულმა ქვედა ქოქოლეთისა და ვაკის დაწყებითმა სკოლებმაც მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს.

ქვედა ქოქოლეთის დაწყებითი სკოლა მოვლენებს ტრადიციულად არ ჩამორჩა და სასკოლო პროექტის ფარგლებში, პირველ მეორე კლასში საკლასო პროექტი - „დედამიწა ჩვენი სახლია“ ჩატარდა.

მოსწავლეებმა დაამზადეს კედლის გაზეთი, მოიფიქრეს სლოგანები გარემოს დაცვაზე, გააკეთეს პრეზენტაცია და სკოლის ეზოში დარგეს ხეები. ამ პროექტის მიზანი მოსწავლეებში გარემოსდაცვითი კულტურის ამაღლება იყო. ღონისძიებას ფონად შემდეგი სიტყვები - „ჩვენ გვიყვარს დედამიწა, ჩვენი მოვალეობაა გავუფრთხილდეთ მას“ გასდევდა.

ვაკის დაწყებითი სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნეს, რომელსაც სლოგანი „გავუფრთხილდეთ, მოვუაროთ, გვიყვარდეს დედამიწა“, იყო. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:





კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება