სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლა მე-12 კლასის წარჩინებულ მოსწავლეს - სალომე აბულაძეს გვაცნობს
17-05-2022
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლა მე-12 კლასის წარჩინებულ მოსწავლე სალომე აბულაძეს გვაცნობს. 

ის ნიჭიერი, მიზანდასახული და აქტიური მოსწავლეა, რომელიც სხვადასხვა პროექტსა და კონკურსში ხშირად მონაწილეობს. სკოლა მასთან ინტერვიუს გვთავაზობს.

„ნიჭიერ მოსწავლეს პანდემიამ ხელი ვერ შეუშალა წარმატებებისათვის მიეღწია. სალომე აქტიურად იყო ჩარული სხვადასხავა პროექტსა და კონკურსში. მიზანდასახულ მოსწავლეს სწორ მიმართულებას აძლევენ პედაგოგები და ისიც  ამართლებს იმედებს. მასთან საუბარი სასიამოვნოა და ბევრი რამის გაგება შეიძლება თანამედროვე ახალგაზრდის შესახებ“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

გთავაზობთ ინტერვიუს უცვლელად:

- როგორია სხვებისთვის უცნობი სალომე აბულაძე?

- სხვებისთვის უცნობი სალომე აბულაძე ძალიან არაერთგვაროვანი და ცვალებადია. შეიძლება, ეს თვისება უარყოფით კონტექსტში უფრო ხშირად მოიაზრება ხოლმე, თუმცა, ვფიქრობ, სწორედ ამან განაპირობა ჩემი მოზღვავებული ენთუზიაზმი და ინტერესთა მრავალფეროვნება. ამან საშუალება მომცა, ჩემი ცხოვრება არა ერთი კონკრეტული მიმართულებით წამეყვანა, არამედ ფართო სპექტრში გამეშალა და მუდმივად ცდასა თუ ძიებაში ვყოფილიყავი. ჩემი მეგობრები დაგეთანხმებიან, რომ მუდმივ საფიქრალს ის წარმოადგენდა, თუ რისთვის ვიყავი დაბადებული და სად უნდა მეპოვნა ჩემი თავი. მეგონა, ჰარმონიული ცხოვრების გარანტი თინეიჯერებისთვის მახასიათებელი პრობლემის - თავის პოვნასთან დაკავშირებული სირთულეების - მოგვარება იყო. მაგრამ არა. სად დავკარგე თავი, რომ ვიპოვო კიდეც?! ამ ეტაპზე დღის წესრიგში ჩემთვის მნიშვნელოვან სფეროებში კომპეტენციების გაზრდაა; ამავდროულად, ჯანსაღი ცხოვრების როლს ვზრდი ყოველდღიურობაში; პლუს, თვითგანმავითარებელი ლიტერატურითა თუ სხვადასხვა რესურსებით ვცდილობ, უკეთესი გავხდე. ეს არამხოლოდ ჩემზე ან გეგმების განხორციელების ხარისხზე, არამედ ადამიანებთან ურთიერთობებზეც აისახება.

- როგორია შენი სკოლა?

- სიმართლე გითხრათ, მე სკოლა ისეთი მახსოვს, როგორიც პანდემიამდე დავტოვე: ხმაურიანი, ენერგიული, ლაღი; პოეზიის ხშირი საღამოებითა თუ ნიჭის ზემიებით, მკითხველი საზოგადოებით, მოპაექრე უმცროს-უფროსკლასელებით, საახალწლო კარნავალებით. ლოგიკურია, რომ იდეალური სკოლაც ასეთად წარმომიდგენია. მას შემდეგ, რაც ცარიელ დერეფნებში დავაბიჯებდი (რაც კოვიდის მძიმე მდგომარეობით იყო განპირობებული), დავაფასე ის სასიამოვნო ხმაური, რომელიც ზარის ყოველ დარეკვას მოჰყვებოდა ხოლმე.

- როგორი გინდა რომ იყოს სკოლა?

- მინდა იგი თბილი და მყუდრო იყოს. ვიზუალური აღქმიდან იწყება ყველაფერი, ამიტომ სასიამოვნო იქნება, თუ ის იმ მყუდრო ადგილად ექცეთ ბავშვებს, სადაც ყველანაირი ნიადაგი ექნებათ განათლების მისაღებად. ამავდროულად, მინდა სავსე იყოს ურთიერთგაგებით. ურთიერთგაგება იმ ქიმიიდან მოდის, რაც მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის მყარდება. ხშირად მოსწავლის და მასწავლებლის მეგობრობა ნაკლებმოსალოდნელია ხოლმე, მე კი სწორედ ეს დამეხმარა ჩემი ინტელექტუალური რესურსის გაზრდასა და საკლასო ოთახის, როგორც იდეა-მოსაზრებების ურთიერთგაცვლის ადგილად ჩამოყალიბებაში.

- განსაკუთრებულად რომელი საგანი გიყვარს და რამ განაპირობა ამ საგნის სიყვარული?

- ალბათ, მაინც სამოქალაქო განათლებაა ამ კითხვაზე პასუხი. შესაძლოა, ეს სიყვარული იმ მუხტმა მოიტანა, რომელიც მასწავლებელს შემოჰყვა თან. თუმცა ეს არა გამორიცხავს იმას, რომ სხვა საგნებიც  მიყვარს.

- რომელი იყო გამორჩეული გაკვეთილი, რომელიც არასდროს დაგავიწყდება?

- გამორჩეულად სასიამოვნო  ბიოლოგიის გაკვეთილი იყო. მახსოვს, მაშინ კლასელებისგან უზომოდ ბევრი კითხვა წამოვიდა. აზარტის მიზანი ჩემი „ჩაჭრა“ იყო, პასუხი კი ყველასთვის მზად მქონდა. ცხოვრებაში ანალოგიურად ვერც მოხდება: ყველა კითხვაზე პასუხი ნამდვილად არ მექნება, თუმცა ამ მცირე ეპიზოდმა სასიამოვნოდ დამამახსოვრა თავი.

- გვიამბე შენი წარმატების შესახებ

- ჩემს წარმატებაზე საუბარი ცოტა მეუხერხულება. უბრალოდ ვიტყოდი, რომ ეს არც პირველი გაჩერებაა და არც ბოლო.

- ჩამოთვალე კონკურსები და  პროექტები რომელშიც მონაწილეობა მიგიღია

- საკმაოდ ბევრია, თუმცა ძირითადებს გეტყვით: სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა; CDD-ს მიერ ჟურნალისტებისთვის გამოცხადებული კონკურსი; ეროვნული ოლიმპიადა; რიტორიკის აკადემია და ფრანკლინის სკოლა; კალიგრაფიის მარგალიტები; არაფორმალური განათლების თუ დებატ-კლუბების წევრი... რადიო WW-ის ჟურნალისტი...

- ვინ არის შენთვის მისაბაძი ადამიანი?

- ჩემთვის მისაბაძი და აღმაფრთოვანებელი ყველა ის ადამიანია, რომელიც მთელ ენთუზიაზმს აქსოვს იმაში, რასაც აკეთებს. არაა რთული მსგავსი პიროვნებების გამოკვეთა საზოაგდოებაში, რადგან მათი ადამიანურობა, მიზანდასახულობა, ამბიციები და მოპოვებული სიყვარული ყველაფერს ჰფენს ნათელს. სწორედ ამიტომ, დიდი იმედი მაქვს, მეც განვივითარებ ამგვარ მტკიცე ხასიათს და მათ რიგში აღმოვჩნდები

- სად და როგორ წარმოგიდგენია შენი თავი მომავალში?

- მომავალი მე იქ წარმომიდგენია, სადაც ჩემს შესაძლებლობებს რეალიზების საშუალებას ვაძლევ. არავის სპეფიციკა და უნიკალურობა დასაკარგად განწირული არ უნდა იყოს.

- რას აკეთებ  თავისუფალ დროს?

- საუბარი ჩემთვის დიდი განტვირთვაა. განსაკუთრებით მათთან, ვისთან დიალოგიც უკვალოდ არ ქრება.

- ამ გადასახდიდან რას ურჩევდი შენს თანატოლებს?

- მოკლედ და ლამაზად მიჰყვნენ თავიანთ ოცნებებს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მოზარდის ფოტოებით პორნოგრაფიული ვიდეო დაამონტაჟა და გაავრცელა

საპრეტენზიო განაცხადის განხილვის შედეგად შეიძლება ქულა მოგემატოთ, დაგაკლდეთ ან უცვლელი დარჩეს

სექტემბრიდან აგრარული მიმართულების პროგრამებზე პირველკურსელებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიღებს

 

უფასოდ სწავლისთვის კრედიტების 100 პროცენტი დაგჭირდებათ - რომელ სტუდენტებს ეხება ახალი წესი

ინფორმაცია, რომელ უნივერსიტეტს, რამდენი ადგილი აქვს ამა თუ პროგრამაზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

„ეს წარმატება მრავალწლიანი შრომის, მიზანდასახულობის, პასუხისმგებლობისა და ცოდნისადმი სიყვარულის შედეგია“

კურსდამთავრებულებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სასურველი შედეგები აჩვენეს და მაღალი ქულებიც დაიმსახურეს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება