სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ბოლო დროს სკოლებში ახალგაზრდა და მოტივირებული პედაგოგების შემოსვლა მნიშვნელოვანი სიახლე იყო“- შინდისის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გარსევანიშვილი
13-05-2022
-
+


2021-2022 სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება. მიმდინარე წელი სასკოლო საზოგადოებისთვის სიახლეებით იყო დატვირთული. საინტერესოა როგორ აფასებენ საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორები განვლილ პერიოდს და რას ფიქრობენ ისეთ ცვლილებებზე როგორიცაა, მოსწავლეთა სადიაგნოსტიკო ტესტირება და სწავლის ჰიბრიდული მოდელი.

ამ და სხვა საკითხებზე კომპეტენტური აზრის მოსასმენად ამჯერად, etaloni.ge გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის საჯარო სკოლის დირექტორს, ნინო გარსევანიშვილს დაუკავშირდა. 

- სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება, როგორ შეაფასებდით განვლილ პერიოდს?

- ჩვენი სკოლისთვის ბევრი სხვა სკოლის მსგავსად მიმდინარე სასწავლო წელი სავსე იყო პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევებით. მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტრომ სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლები მაქსიმალურად მოგვამარაგა აუცილებელი აღჭურვილობითა და სადეზინფექციო საშუალებებით, ასევე თავის მხრივ, სკოლამ ბევრი რამ გააკეთა და შეძლებისდაგვარად უსაფრთხო გარემო შეუქმნა ბავშვებს,  რამდენჯერმე მაინც მოგვიწია ან ჰიბრიდული, ან სრულად დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასვლა. ეს, რა თქმა უნდა, აისახა ბავშვების როგორც ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, ასევე მათ სასწავლო შედეგებზე. თუმცა, ვფიქრობ სკოლამ ძირითადად მაინც გაართვა თავი სასწავლო პროცესის შეუფერხებლად და სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად წარმართვას.

- როგორ ფიქრობთ, უნდა დარჩეს თუ არა სწავლის ჰიბრიდული მოდელი მომავალშიც?

- როგორც ყველამ კარგად ვიცით, სწავლების ჰიბრიდული მოდელი არის პირისპირ სწავლებისა და ელექტრონული სწავლების კომბინაცია. მას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ იმ მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის, რომელთაც ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები აქვთ გარკვეული დროით დისტანციური სწავლების რეჟიმი კარგი საშუალება იყო, სასწავლო პროცესში ჩართული ყოფილიყვნენ ისე, რომ მათ ჯანმრთელობას დამატებითი საფრთხე არ დამუქრებოდა. ხანგრძლივი დროით კი ასეთი მოდელის გამოყენების პირობებში, ისევ იჩენს თავს უარყოფითი შედეგები. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ის ბავშვები, რომლებიც რჩებიან დისტანციურ სწავლებაზე გარკვეულ უმცირესობაში არიან. მოწყვეტილი საკუთარ თანაკლასელებსა და მეგობრებს. განცალკევებით ესწრებიან გაკვეთილებს და არ განიცდიან ერთად ყოფნით გამოწვეულ ხალისს, სიხარულს და აქვთ დადებითი ემოციების დანაკლისი. რაც უარყოფითად აისახება მათ სოციალურ-ფსიქოლოგიურ განვითარებასა და სასწავლო შედეგებზე.

- როგორ აფასებთ სადიაგნოსტიკო ტესტირების ჩატარებას და ხედავთ თუ არა მის საჭიროებას?

- ჩვენი სკოლა 2019 წლიდან ჩართულია ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში მიმდინარე - „ახალი სკოლის მოდელის“ ქვეპროგრამაში.

ზოგადი განათლების რეფორმა მიზნად ისახავს სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას. პროცესის ორიენტირებას კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო პრინციპებზე. კონსტრუქტივისტული მიდგომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია განმავითარებელი შეფასება. სადიაგნოსტიკო შეფასება კი განმავითარებელი შეფასების ერთ-ერთი ქმედითი ინსტრუმენტია. ის გვაწვდის ვალიდურ ინფორმაციას თითოეული მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ, რაც, თავის მხრივ, მასწავლებლებს შესაბამისი სწავლების მეთოდებისა და საჭირო რესურსების შერჩევაში გვეხმარება. ამ შეფასების მიზანია, როგორც თვითონ სკოლამ, ასევე განათლების სისტემამ დაადგინოს რამდენად ეფექტიანად მუშაობს „ახალი სკოლის მოდელის“ ქვეპროგრამის ფარგლებში სკოლების მიერ შექმნილი კურიკულუმები. განხორციელებული კომპლექსური დავალებები რამდენად უწყობს ხელს მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას და როგორ აისახება მათ აკადემიურ მოსწრებაზე. ასევე გამოიკვეთოს პანდემიით გამოწვეული სასწავლო დანაკარგები და დაადგინოს საჭიროებები ამ დანაკარგების დაძლევის გზაზე.

- თქვენი პირადი შეხედულებით, რას შეცვლიდით სკოლასა თუ სასწავლო პროცესში ?

- პირველ რიგში ალბათ სკოლების დაფინანსების სისტემას შევცვლიდი, ოღონდ არა მხოლოდ საკუთარი შეხედულებით.

- ბოლო პერიოდში, განათლების სისტემაში დანერგილ რომელ სიახლეს იწონებთ ყველაზე მეტად და რატომ?

- ბოლო დროს სკოლებში ახალგაზრდა და მოტივირებული პედაგოგების შემოსვლა მნიშვნელოვანი სიახლე იყო. ეს ადამიანები ღია არიან სიახლეების მიმართ. მზად არიან ითანამშრომლონ კვალიფიციურ კოლეგებთან, გაიზიარონ მათი საუკეთესო გამოცდილება და თავადაც მუდმივად იდეების ძიების პროცესში არიან. ეს დადებითად აისახება სკოლაში არსებულ სასწავლო გარემოზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება