სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რომელი საგნის მასწავლებლები არ დაწერენ განმსაზღვრელ ნიშნებს V-XII კლასებში წლის ბოლოს?
08-05-2022
-
+


პედაგოგები მოსწავლეების ცოდნის დონის შესაფასებლად წლის განმავლობაში განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებას იყენებენ.

I-IV კლასებში მხოლოდ განმავითარებელი შეფასება გამოიყენება, V კლასის მეორე სემესტრიდან XII კლასის ჩათვლით კი როგორც  განმავითარებელი, ასევე განმსაზღვრელი. მოსწავლე ათქულიანი სისტემით უნდა შეფასდეს, ყველაზე დაბალი ქულა, რომელიც შესაფასებლად დაშვებულია, არის 1, ყველაზე მაღალი კი - 10.

V-XII კლასის თითოეული საგნის პედაგოგმა წლის ბოლოს მოსწავლეები განმსაზღვრელი ნიშნით უნდა შეაფასოს, თუმცა არსებობს გამონაკლისი საგნები, სადაც მოსწავლეები ქულებით არ შეფასდებიან და არც მასწავლებელს მოუწევს მათთვის წლიური ქულის გამოთვლა.

უფრო კონკრეტულად კი, V-XII კლასებში სპორტის საგნობრივ ჯგუფში გაერთიანებულ საგნებში, საგანში „საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება“ და არჩევით საგნებში მოსწავლე შეფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა. აღნიშნული საგნის მასწავლებლები განმსაზღვრელ ნიშნებს არ დაწერენ. გარდა ამისა, საფეხურის ქულის გამოთვლისას ასევე არ იანგარიშება დამატებითი სავალდებულო საგნების შეფასებები.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს 

განახლებული წესები და მოთხოვნები მასწავლებლებისთვის - საშინაო დავალებები ელჟურნალში უნდა აიტვირთოს

სამინისტრო მოსწავლეებისთვის ლინზიან კომპასებს და რესპირატორებს ყიდულობს 

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება