| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2022 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაციისას ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადები მიიღება 15 აპრილიდან 16 მაისის ჩათვლით.
იმ დარეგისტრირებულ გამოსაცდელებს, რომელთაც 2022 წლის ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო, მასწავლებლის გამოცდებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე თანხა ზედმეტად გადაიხადეს, თანხის დაბრუნების თაობაზე განაცხადის წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონულად, სპეციალური პროგრამის გამოყენებით, შემდეგ ბმულზე.
სურვილის შემთხვევაში, განცხადების წარმოდგენა შესაძლებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ განცხადებების გადმოგზავნას მართვის ერთიანი ავტომატური სისტემის (eflow) გამოყენებით.
განცხადებას უნდა დაერთოს:
საფასური სრულად ბრუნდება:
თუ 2022 წლის გამოცდებში მონაწილეობისათვის დარეგისტირებულმა პირმა, რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე წერილობით განაცხადა უარი გამოცდებში მონაწილეობის მიღებაზე;
თუ პირმა გადაიხადა თანხა და არ გაიარა რეგისტრაცია;
თუ საფასური გადახდილია რეგისტრაციისათვის განსაზღვრულზე მეტი ოდენობით, გადამხდელს უბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და საფასურის დადგენილ ოდენობას შორის.
თანხა თქვენ მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩაირიცხება განცხადებების მიღების დასრულებიდან ერთი თვის ვადაში.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლის პედაგოგებმა TikTok-ზე ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეოების გამო იჩივლეს
ჩარიცხულთა ყველაზე მასშტაბური წილი მოდის სამ მსხვილ სახელმწიფო უნივერსიტეტზე - თსუ, სტუ და ილიაუნი ლიდერები არიან
„მშობლები ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ჩემი ხმა მნიშვნელოვანია“...
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
ალასტანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სტუდენტები გახდნენ