სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პირველად საქართველოში მასწავლებლები პროფესიულ განვითარებას ელექტრონულ რეჟიმში შეძლებენ - იხილეთ დეტალები
07-03-2018
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ელექტრონული კურსები პედაგოგებს შესაძლებლობას მისცემს, მათთვის სასურველ დროს და ადგილას, ონლაინ რეჟიმში გაიარონ ტრენინგები. 

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მაგდა მაღრაძის განცხადებით, მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორების პროფესიული განვითარების მიზნით, ფონდმა ონლაინ მოდულების შექმნა განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით დაიწყეს. 

„მომავალ წელს დავიწყებთ კურსების დანერგვას, რომლის საშუალებითაც მასწავლებლებს ექნებათ შესაძლებლობა მაიკროსოფთის მიერ ქართულად თარგმნილ პლათფორმაზე შევიდეს, მისთვის სასურველი კურსი აირჩიოს და აიმაღლოს კვალიფიკაცია. ინოვაციური პროექტი ხელს შეუწყობს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას საბუნებისმეტყველო საგნებსა, მათემატიკასა და ინგლისურში,“ – განაცხადა მაღრაძემ.

შეხვედრაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ მმართველი დირექტორი კატერინა ნტეპი, „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ დირექტორი გიორგი მაჩაბელი მონაწილეობდნენ. მათ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

„ონლაინ კურსი 9 მოდულისაგან შედგება და მოიცავს, როგორც ზოგად პროფესიულ პროგრამას, ასევე საგნობრივ (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, გეოგრაფია, ინგლისური) მოდულებს. ელექტრონული პროგრამა არის სიახლე მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის. პროგრამა მოქნილია და მასწავლებელს აძლევს საშუალებას, რომ საკუთარი პროფესიული განვითარება თავად დაგეგმოს სახლიდან გაუსვლელად, მისთვის ხელსაყრელ დროს,“ - განაცხადა ლია გიგაურმა. 

ელექტრონული კურსები კურსების შემუშავება 2019 წლის აპრილში დასრულდება და პილოტირების შემდეგ, ყველა დაინტერესებული მასწავლებლისთვის გახდება ხელმისაწვდომი.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„გვინდა, ჩვენს სკოლაში თითოეული თქვენგანი გრძნობდეს თავს დაცულად, თავისუფლად და დაფასებულად“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება