სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვაშლის ბაღი - ჩვენი საგანძური“- ბუგეულის საჯარო სკოლა ერთ-ერთ საუკეთესო სასკოლო პროექტის ავტორად დასახელდა
06-01-2022
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუგეულის საჯარო სკოლა საუკეთესო სასკოლო პროექტის ავტორად დასახელდა.

ბუგეულის საჯარო სკოლამ პროექტი - „ვაშლის ბაღი - ჩვენი საგანძური“ განახორციელა.

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამის დაფინანსებით მთის სტატუსის მქონე საჯარო სკოლებმა სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტი განახორციელეს.

აღნიშნული პროექტების პრეზენტაცია პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა პროექტების ანგარიშები წარადგინეს და მიღწეული შედეგები შეაფასეს. ამასთან, ღონისძიებაზე სპეციალურად დაკომპლექტებულმა ჟიურიმ პროგრამის მონაწილე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის 10 საუკეთესო პროექტის ავტორი სკოლა გამოავლინა, რომლებსაც ფულადი ჯილდოები გადაეცემათ. 

აღსანიშნავია, რომ სასკოლო პროექტები სხვადასხვა სფეროს მოიცავდა. მათ შორის, ხელოვნების, სამოქალაქო განათლების, STEM-ის, წიგნიერების, მეწარმეობის, ტურიზმისა და გარემოს დაცვის მიმართულებებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება