სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხაიშის საჯარო სკოლის პედაგოგის, მარიანა ჭკადუას პროექტმა -„ოსური კულტურის ფესტივალი“ კონკურსში გაიმარჯვა
28-12-2021
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლის პედაგოგის მარიანა ჭკადუას პროექტმა - „ოსური კულტურის ფესტივალი“ საქართველოს საპატრიარქოს ფონდ - „ლაზარეს“ გრძელვადიანი პროექტის „ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივის“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.

27 დეკემბერს სკოლაში პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რის შესახებაც სკოლა დამატებით ინფორმაციას ავრცელებს:

„პროექტის ფარგლებში მოწვეული იყო პროფესიონალი ქორეოგრაფი, რომელმაც მოსწავლეებს შეასწავლა ოსური ცეკვა. დასკვნით ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ოსური კულტურის სამი მიმართულება: ცეკვა - რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა შეასრულეს ოსური ცეკვა; პოეზია - რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა წარმოადგინეს შემდეგი პოეტების ლექსების ქართული თარგმანები: კოსტა ხეთაგუროვი, თეიმურაზ ხაჯეთი, რევაზ ასაევი, კოროევი; კულინარია - რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა მოამზადეს და სასკოლო საზოგადოებამ დააგემოვნა ოსური კერძები: ხაბიზგინა, ძიკკა ყველით (ციხთი), ფიჩინი, ხაჭაპური კვახით, ფურცლოვანი ქადა პროექტის ავტორი და განმახორციელებელი - ხაიშის საჯარო სკოლის მასწავლებელი მარიანა ჭკადუა. ასევე, მადლობას ვუხდით მხარდაჭერისა და თანადგომისათვის ხაიშის საჯარო სკოლის დირექტორს - ზურაბ ქანთარიას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება