სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო ტრენინგი ჩატარდა
29-11-2021
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. 

აღნიშნული აქტივობა პროექტის - Shes Great, ფარგლებში ჩატარდა. როგორც სამოქალაქო განათლები პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი აღნიშნავს, მოსწავლეებმა პოსტერების შექმნა ისწავლეს. 

მოსწავლეებმა პოსტერები გენდერულ თემაზე თავიანთი ხელით შექმნეს და ამობეჭდეს. 

ლამზირა ოსეფაშვილი სკოლის დირექტორის ინგა მიქელაძის შესახებაც საუბრობს. მისი თქმით, დირექტორი მოსწავლეთა განვითრებისთვის ყველაფერს აკეთებს.

„სკოლაში პროექტ Shes Great-ის  ფარგლებში ჩატარდა საგანმანათლებლო ტრენინგი ტექნოლოგიის გამოყენებით. ტექნოლოგიების  დარგში ბატონმა თემურ სუყაშვილმა გააცნო მოსწავლეებს ინოვაციური მეთოდები: პოსტერების შექმნა და  ფერადი პრინტერის საშუალებით ამობეჭდვა.
მოსწავლეებს მიეცათ ინდივიდუალური პრაქტიკული სამუშაო, შექმნეს პოსტერები გენდერულ თემებზე, ამოაპრინტერეს  საკუთარი ნაშრომი და ფრიად გაიხარეს.
პანდემიის პერიოდში განხორციელებული აქტივობები მეტად ახალისებს მოსწავლეებს, მიეცათ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება, რაც კომპიუტერული ტექნოლოგიების დაუფლების ერთ- ერთ საშუალებას წარმოადგენს.
არა მარტო საჭირო, არამედ აუცილებელია პრაქტიკული გაკვეთილების ჩატარება, არაფორმალური განათლების მიღება არაფორმალურ გარემოში, რომელიც იქნება კავშირში თანამედეროვეობასთან, ეს არის ოცდამეერთე საუკუნის გამოწვევა. მდგრადი განვითარებისთვის დამახასიათებელია დააკმაყოფილოს დღევანდელი თაობის მოთხოვნილება ისე, რომ არ შეზღუდო მომავალი თაობის სურვილის დაკმაყოფილების შესაძლებლობა, დაზოგო და გაუფრთხილდე რესურსებს, გამოიყენო მიზნობრივად, რომ დღეს ნასწავლი არ დარჩეს კლასში და განახორციელო პრაქტიკულად, მოახდინო ცოდნის ტრანსფერი.
სწავლობ, ასწავლი, ახალისებ, ხალისდები, საჭირო და საინტერესო  ხდები, ამაში მდგომარეობს ცხოვრების აზრი. დღეს მეტად გონიერი თაობა გვყავს, მათ ცნობისმოყვარეობას დაკმაყოფილება სჭირდება. დაუშვებელია, დღეის ცოდნას დასჯერდე, აუცილებელია, უკეთესი მომავლისთვის ბრძოლა.
შესაძლებელია ყველა მეთორმეტეკლასელი უმაღლესში არ აბარებდეს, მაგრამ სამოქალაქო შეგნება უმაღლესი ჰქონდეს, იმ ცონით და უნარებით აღიჭურვოს, რაც ცხოვრებაში გამოადგება, შეძლოს ლავირება, იყოს აქტიური  ტოლერანტი, თავაზიანი მოქალაქე, გამოადგეს ოჯახს, თემს და წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარების პროცესში. სკოლის დირექტორი ქალბატონი ინგა მიქელაძე  დაინტერესებულია მოსწავლეთა გააქტიურებით, სხვადასხვა სოციალურ პროექტებშიში ჩართულობით, რაც სკოლის ავტორიტეტს ზრდის.
ვეთანხმები გამონათქვამს: „თუ ბედავ სწავლებას, თავადაც არასოდეს შეწყვიტო სწავლა,“  ეს ერთმნიშვნელოვნად ეხება როგორც მოსწავლეს, ისე  მასწავლებელს.
ერთწლიანი პროექტი თითქმის დასასრულს უახლოვდება, რჩება პროექტის ბოლო განსახორციელებელი აქტივობები, შეჯამება, ფინალი“,- წერს სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლამზირა ოსეფაშვილი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სპეციალურ პროგრამაში განაცხადის გაკეთება 30 სექტემბრის ჩათვლით შეგიძლიათ

გამოცდების ეროვნული ცენტრი საცდელ ტესტირებას ატარებს

დაგეგმილია ასობით პედაგოგის და სპეციალისტის გადამზადება - სტრატეგიის დოკუმენტი გამოქვეყნდა

საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების წესში შესული ცვლილებები კანონში აისახა

გამოცდა 3 სექტემბერს NAEC-ში ჩატარდება - ვის ეხება ინფორმაცია და რა უნდა გაითვალისწინონ აპლიკანტებმა  

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლაში ამაყობენ კურსდამთავრებულის მიღწევებით და მას წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება