| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

უდის N1 საჯარო სკოლაში ქრისტესშობის დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიება „25 დეკემბერსა, ქრისტე იშვა ბეთლემსაო“ გაიმართა.
საშობაო ღონისძიებაზე ლექსები, სიმღერები და საცეკვაო ნომრები შესრულდა.
პატარა მონაწილეების გამოსვლებს თან საშობაო ტრადიციების ამსახველი ფოტოები ახლდა.
სკოლის დირექტორმა, რ. გზირიშვილმა, სასწავლო ნაწილის გამგემ, ს. მერაბიშვილმა და კლასის დამრიგებელმა, მ.გელაძემ მშობლებთან ერთად დალოცეს პატარები და მათ ბედნიერი შობა ახალი წელი უსურვეს.
უდის N1 სკოლის მოსწავლეებმა პროექტი „თოვლის ბაბუას სახელოსნო" განახორციელეს, სადაც ბავშვებმა საახალწლო ნაძვის ხის მორთულობა: თოვლის ბაბუა, ნაძვის ხეები, ფიფქები, ფერადი ქარალდის ბამბის ჯაჭვები დაამზადეს.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
სკოლაში მადლობას უხდიან კურსდამთავრებულებს სტუმრობისა და ძვირფასი საჩუქრისთვის
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა