სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N21 საჯარო სკოლა წარმატებულ კურსდამთავრებულს - ზაზა ზანგურაშვილს გვაცნობს
29-07-2021
-
+


ქუთაისის N21 საჯარო სკოლას წარმატებული და მისაბაძი კურსდამთავრებული ზაზა ზანგურაშვილი ჰყავს, რომლის თითოეულ მიღწევას სკოლა საზოგადოებას და თავის მოსწავლეებს დიდი სიხარულით უზიარებს.

ზაზა ზანგურაშვილი, პროგრამა „მომავლის თაობის“ წარმატებული კურსდამთავრებულია.

ზაზა ზანგურაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველის ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტია. ის პარალელურად საქართველოს უნივერსიტეტში კონსტიტუციურ სამართალს ასწავლის. ზაზა აღნიშნულ  პროგრამაში, ქუთაისის N21 საჯარო სკოლაში 9 წლის წინ ჩაერთო. მონაწილეობდა და განახორციელა სხვადასხვა სასკოლო პროექტი. მან უმაღლესი განათლება  თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში მიიღო. ასევე, წარმატებით გაიარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა. 

„9 წლის წინ, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მოსწავლეთა სასწავლო ვიზიტის შემდეგ გადავწყვიტე იურისტი გავმხდარიყავი. შეხვედრა სასამართლოს თავმჯდომარესთან, ჩვენს შორის შემდგარი კომუნიკაცია და იქ არსებული გარემო დამეხმარა ამ მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთებაში. სამოქალაქო აქტივობებით მიღებული გამოცდილება არა მარტო პროფესიული მიმართულებით დამეხმარა, არამედ ისეთი მნიშვნელოვანი ღირებულებები შემძინა, როგორიცაა სოლიდარობა, ემპათიის განცდა, საკუთარი თავის რწმენა და გვერდით მყოფების დახმარება. მოსწავლეებს სამოქალაქო აქტიურობისკენ მოვუწოდებ. ეს საინტერესო პროცესი, მათთვის პიროვნული თავისუფლების და წარმატების მიღწევის საწინდარი გახდება“, - ამბობს ზაზა ზანგურაშვილი.

მისაბაძი კურსდამთავრებულის შესახებ დიდი სიყვარულით საუბრობს ქუთაისის N21 საჯარო სკოლის დირექტორი, რუსუდან ჭეიშვილი: „ზაზა ზანგურაშვილი N21 საჯარო  სკოლის საუკეთესო კურსდამთავრებულია. სკოლაში სწავლისას ძალზე მაღალი იყო  დასახული მიზნისკენ მისი სწრაფვა, ჰქონდა მაღალი შინაგანი მოტივაცია და ინტერესი, გაბედული ნაბიჯები, კომპეტენტური აზრი, შეუნელებელი ტემპი და რიტმი, მაღალი მოლოდინები,   წარმატებულად  განხორციელებული საინტერესო პროექტები და პროგრამები. ზაზა გამოირჩეოდა ინიციატივებით, მრავალმხრივი განვითარებით, მაღალი აქტივობებით, კომპლექსური აზროვნებით, პრაქტიკული და შემოქმედებითი უნარებით, მიღებული ცოდნის ღირებულობებით. სკოლა კვლავაც ნაყოფიერ საქმიანობას უსურვებს ზაზას“ - ასე დაახასიათა ზაზა ზანგურაშვილი დირექტორმა.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება