სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„დღეს, ჩემზეა დამოკიდებული რამდენად ღირსეულად გავუძღვები სასკოლო ცხოვრებას“ - მარინა გოცირიძე, თლუღის საჯარო სკოლის დირექტორი
14-07-2021
-
+


რა არის მისთვის წარმატება, როგორ იხსენებს პირველ მასწავლებელს და რომელია მისი სამაგიდო წიგნი? ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ბლიცინტერვიუს სტუმარი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა გოცირიძეა.

- წარმატება არის...

- გონივრული შრომის შედეგად იმ დასახული მიზნის მიღწევა, რომელიც სასარგებლოა საკუთარი თავისთვისაც და საზოგადოებისთვისაც.

- ჩემი სკოლა მახსენებს...

- ნაწილობრივ ჩემი მოსწავლეობის ხანას, სტუდენტურ პრაქტიკას და იმას, რომ დღეს ჩემზეა დამოკიდებული რამდენად ღირსეულად გავუძღვები სასკოლო ცხოვრებას.  

- ჩემი პირველი მასწავლებელი...

- ჩემთვის იყო ყველაზე ძვირფასი, სამაგალითო  მასწავლებელი ყველა მათგანს შორის ვინც კი ოდესმე მყოლია.

- მოსწავლე რომ ვიყავი...

- მუდამ ვცდილობდი მასწავლებლისგან შენიშვნა არ მიმეღო, რადგან ძალიან მგრძნობიარე ბავშვი ვიყავი და მტკივნეულად განვიცდიდი უმნიშვნელო შენიშვნასაც კი. ვცდილობდი ხარისხიანად შემესრულებინა  ყველა დავალება. მიყვარდა ფიქრი და ოცნებები.

- ჩემი სამაგიდო წიგნი...

- ენციკლოპედია, „სკოლის დირექტორის გზამკვლევი“,   „საოლიმპიადო ამოცანების კრებული მათემატიკაში“.  

- ზაფხულში ვცდილობ...

- დასვენებასთან ერთად მოვიძიო და გავითვალისწინო სიახლეები, რომელიც დამეხმარება კარგად მომზადებული შევხვდე ახალ სასწავლო წელს.

- ფრაზა, რომელიც ხშირად მახსენდება...

-  სწავლა სიბერემდეა; არ დანებდე, ცხოვრება ბრძოლაა; მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობაა ქვეყნის სიცოცხლისა და ძალის მომცემი.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება