TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მიმაჩნია, მასწავლებელმა აუცილებლად უნდა დაადასტუროს საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციები“-ტარიელ მიქელაძე, ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი
15-06-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა 2020-2021 სასწავლო წელს და როგორც დირექტორმა, როგორ მოახერხა მათი დაძლევა? რას ურჩევდა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებსა და რა გადაწყვიტეს აბიტურიენტებმა? - ამ და სხვა საინტერესო თემაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი ტარიელ მიქელაძე გვესაუბრება:

- რა გამოწვევების წინაშე დადგა თქვენი სკოლა 2020-2021 სასწავლო წელს, და თქვენ, როგორც დირექტორმა, როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა ? 

- 2020-2021 სასწავლო წელი ჩვენმა სკოლამ საკლასო ოთახებში დაიწყო, მაგრამ ნოემბრიდან ისევ ონლაინ გაგრძელდა სასწავლო პროცესი, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია არც მოსწავლებისთვის და არც მასწავლებლებისთვის, რომ ღირსეულად წარმოეჩინათ თავი და სკოლა. ჩვენი სკოლის მასწავლებლებს მოუწიათ გარე დაკვირვების გავლა ონლაინპლატფორმით, რასაც ასევე წარმატებით გაართვეს თავი. 

- თუ გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად რა საკითხებზე გააკეთებდით აქცენტს ამ პროცესში ?

- კოვიდპანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა რეგულაციებმა მშობელთა ჩართულობა ნამდვილად გაზარდა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში. მშობელი უკეთ იყო ინფორმირებული სკოლის მიერ გაწეული მუშაობისა და სასწავლო ცხრილის შესახებ. ონლაინგაკვეთილები ხომ, ასე ვთქვათ, მათი თანდასწრებით ტარდებოდა, მშობლებს ჰქონდათ საშუალება, შეეფასებინათ როგორც მასწავლებლის, ასევე მათი შვილების სწავლა-სწავლების პროცესი, რის გამოც, სკოლის ადმინისტრაციამ არაერთი მადლობა მიიღო მშობელთა მხრიდან. 

- რას ურჩევდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა ?

- მიმაჩნია, რომ მასწავლებელმა აუცილებლად უნდა დაადასტუროს საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციები გამოცდაზე გასვლით, რადგან სწორედ ეს გამოცდა აფასებს იმ ცოდნას, რომელიც ყველა მოქმედ მასწავლებელს უნდა გააჩნდეს. 

- როგორ ფიქრობთ, თუ შეიცვალა ახალგაზრდების არჩევანი პროფესიული კუთხით და ძირითადად რა მიმართულებით სურთ სწავლის გაგრძელება თქვენ მოსწავლეებს ?

- ახალგაზრდები უფრო ხშირად ირჩევენ ისეთ პროფესიებს, რომელსაც მომავალში გამოიყენებენ. ჩვენი მოსწავლეები სერიოზულად აღიქვამენ პროფესიის არჩევას  და დიდი ნაწილი ირჩევს საზღვაო საქმეს და  აიტი ტექნოლოგიებს, ამ პროფესიების გამოყენება რეალურად შეუძლიათ მომავალში.

- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს ?

- მშობელთა მხრიდან მართლაც ყოველ წელს ფიქსირდება პრეტენზია პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკთან დაკავშირებით. მესმის კიდეც მათი, ბავშვებს ზოგჯერ 1 ან 2 დღის გამო მთელი წლის გამოტოვება უწევთ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება