სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საერთაშორისო უსაფრთხოების სამართლის დოქტორმა, გიგა ლემონჯავამ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ღია ლექცია წაიკითხა
19-12-2017
-
+


კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, „ახალი ამბების ჟურნალისტიკის“ (მიმართულების ხელმძღვანელი - ნინო ჭალაგანიძე) საგნის (ლექტორი - თამარ ბელქანია) ფარგლებში, საერთაშორისო უსაფრთხოების სამართლის დოქტორმა, გიგა ლემონჯავამ, ღია ლექცია წაიკითხა.

ლექცია ე.წ. „ომის ჟურნალისტიკას“ - „რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში და რუსეთის საინფორმაციო პროპაგანდას” შეეხებოდა.

„ჩემი სალექციო კურსი - „ახალი ამბების ჟურნალისტიკა“ გაჯერებულია,  როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მეცადინეობებით და შეხვედრებით იმ ადამიანებთან, რომლებსაც შეუძლიათ სტუდენტებს იმაზე მეტი პრაქტიკულად ინფორმაცია მიაწოდონ, ვიდრე ეს სახელმძღვანელოებში წერია.

ამერიკული, რუსული და ევროპული სახელმძღვანელოები არ არის კავკასიის რეგიონის სპეციფიკით გათვალისწინებული. მნიშვნელოვანია, „ომის ჟურნალისტიკის“ თეორიული და პრაქტიკული არსის გააზრება. ჟურნალისტიკის სწავლის გარდა, სტუდენტებს სახელმწიფოებრიობის განცდა და ანალიზის უნარიც უნდა ჰქონდეთ. ამის გათვალისწინებით,  ჩვენ ვიწვევთ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც მედია ენა ესმით,“ -  აღნიშნმა თამარ ბელქანიამ.

მომავალი ჟურნალისტები ახალი ამბების კონტექსტში საბრძოლო ბატალიების სპეციფიკაში გაერკვნენ.

მოისმინეს, თუ რას ნიშნავს საინფორმაციო ომი და რამდენად მნიშვნელოვანია ჟურნალისტი ფლობდეს მედიის ენას, იცოდეს როგორ ხდება ინფორმაციით საზოგადოებრივი აზრის ფორმირება და მანიპულირება.  

საერთაშორისო უსაფრთხოების სამართლის დოქტორმა, გიგა ლემონჯავამ, საქართველოს, უკრაინისა და რუსეთის საომარი ბატალიების მაგალითები შეადარა და ერთი კონკრეტული ფაქტის - რუსულ, უკრაინულ და ქართულ მედიაში გაშუქების ფორმებზე ისაუბრა.

„სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც გარკვეულ პრობლემურ საკითხზე კომპეტენტური პირი გვესაუბრება. მით უმეტეს, ისეთი თემის შესახებ, როგორიცაა, რუსეთის საინფორმაციო პროპაგანდა ჩვენს ქვეყანაში.

პირადად მე, ბევრი რამ არ ვიცოდი მედიისა და კონფლიქტების დარეგულირების შესახებ, ბევრი გავიგე და ამის შემდეგ ყველა ინფორმაციას უფრო კრიტიკული თვალით გავეცნობი და შევაფასებ. იმედი მაქვს, მსგავსი საჯარო ლქეციები ისევ გაიმართება ჩვენს უნივერსიტეტში,“ - აღნიშნა ჟურნალისტიკის სპეციალობის მე-2 კურსის სტუდენტმა დავით ცირდავამ.

„ჩვენ მოვისმინეთ, თუ რას ნიშნავს საინფორმაციო ომი და რამდენად მნიშვნელოვანია ჟურნალისტი ფლობდეს მედიის ენას. მე ვიცი, რომ ჟურნალისტის მოვალეობა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაა. ამიტომ, ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ ყველაფერი კონფლიქტებისა და ომის შესახებ და საზოგადოებას სწორი, მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ. სტუდენტების  კარიერული წინსვლისთვის მნიშვნელოვანია ასეთი ლექციები“, - გვითხრა ჟურნალისტიკის სპეციალობის მე-2 კურსის სტუდენტმა თაკო კვარაცხელიამ.

„დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ანტიდასავლური პროპაგანდის სხვადასხვა ასპექტზე, ჩვენს ქვეყანაში და უკრაინაში მიმდინარე კრიზისზე. რუსეთის სამხედრო აგრესიაზე და მისსავე ანტიდასავლურ პროპაგანდაზე უკრაინაში. ვფიქრობ, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობის არის სწორედ სტუდენტებს ვესაუბროთ ამ თემებზე, რადგან, ერთადერთი, რაც შეგვიძლია რუსულ პროპაგანდას დავუპირისპიროთ, ეს - განათლებაა. მეტი კომპეტენტურობა და მეტად მაღალი ჟურნალისტური სტანდარტები. ჩვენ შევხვდით ადამიანებს, რომლებიც მომავალში უნდა გახდნენ ჟურნალისტური ისებლიშმენტი, შესაბამისად ისინი დღეიდან უნდა მოვამზადოთ. ანტიდასავლური პროპაგანდა არ დამთავრდება მომავალ წელს, ეს იქნება შემდეგი ათწლეულის მთავარი გამოწვევა ცივილიზებული მსოფლიოსთვის და, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის.

ლექცია ძალიან ინტერაქციული იყო, გამიკვირდა, რომ სტუდენტები ასეთ კვალიფიციურ და სიღრმისეულ კითხვებს სვამდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ჩაწვდნენ ლექციის  არსს,“ - განაცხადა საერთაშორისო უსაფრთხოების სამართლის დოქტორმა გიგა ლემონჯავამ.

თამარ ბელქანია და საერთაშორისო უსაფრთხოების სამართლის დოქტორი გიგა ლემონჯავა თანხმდებიან, რომ მსგავსი და უფრო ფართო აუდიტორიით დაკომპლექტებული საჯარო განხილვები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, აქვე გაჟღერდა მომავალი ლექციის თემაც - „ტერაქტების გაშუქების სპეციფიკა“.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება