| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბოლო ზარის ტრადიცია საქართველოში დიდი ხანია არსებობს. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ღონისძიება სკოლებში იმართება და მისი მთავარი გმირები გამოსაშვები კლასის მოსწავლეები არიან. მასწავლებლები კი ბავშვებს სკოლის დამთავრებასა და ახალი ცხოვრების დაწყებას ულოცავენ.
ესაა დღე, როდესაც 12 წლის განმავლობაში დაგროვილი მოგონებები ერთად იყრის თავს, არის აჭრელებული თეთრი პერაგები, კეთილი სურვილები და ცოტა ცრემლიც... ბავშვები სკოლის კედლებს ემშვიდობებიან; ენანებათ უზრუნველ წლებთან გამომშვიდობება და ამასთანავე, უხარიათ ახალ საფეხურზე გადაბიჯება - წინ შეუცნობელი სამყარო ელით, მეტი პასუხისმგებლობით, ცხოვრებისეული ბარიერებითა და უამრავი წარმატებით.
ბოლო ზარი დაირეკა არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნების“ კურსდამთავრებულებისთვისაც: „სკოლა ულოცავს 2020- 2021 სასწავლო წლის გამოშვების მე-12 კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას. უსურვებს მათ წარმატებულ და ბედნიერ მომავალს. დასახული მიზნებისა და ოცნებების ასრულებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რა საკითხები შეიძლება მოვიდეს მასწავლებლეთა გეოგრაფიის გამოცდაზე - რეკომენდაციები და რჩევები ტრენერისგან
ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს, როგორ უკავშირდება მუსიკა ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ქიმიურ პროცესებს
საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში