სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ამაღელვებელი და განსაკუთრებული მომენტი -12 მოსწავლის 12 წლის მოსწავლეობის დასასრული“-ფურტიოს საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები გააცილეს
24-05-2021
-
+


ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. 

სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას ულოცავენ და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებას უსურვებენ. 

„ჩვენი 12 მოსწავლის 12 წლის მოსწავლეობის დასასრული, ამაღელვებელი და განსაკუთრებული მომენტი ადმინისტრაციისთვის, პედაგოგებისთვის, მშობლებისთვის და მთავარი თქვენთვის, გილოცავთ ჩვენო კურსდამთავრებულებო თქვენი ცხოვრების, ერთი მნიშვნელოვანი ეტაპის დასრულებას, ვულოცავ ჩვენს პედაგოგებს, რადგან კიდევ ერთი საამაყო თაობა გააცილეს, ვულოცავ თქვენს მშობლებს, მათ ხომ ასეთი კარგები და საამაყონი ჰყავხართ, მინდა გისურვოთ ულევი წარმატება და თქვენებრ ნათელ მომავალი, მყარად დაუდექით ცხოვრებისეულ გამოწვევებს, ძლიერები იყავით, სულით მტკიცენი, თქვენ ყველაფერს შეძლებთ. დიდი სიყვარულითა და სიამაყით დაგილოცავთ ცხოვრების სავალ გზებს. უფალი გფარავდეთ.
მადლობა შუახევის რესურსცენტრის, ბატონ ედუარდს თბილი და ემოციური დამშვიდობებისთვის. 
წარმატებები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ეს თქვენი პირველი გამოწვევაა და  ჩვენ გვჯერა თქვენი შესაძლებლობების“,- აღნიშნულია მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება