სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სკოლიდან გატანთ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც ჩირაღდანივით გაგინათებთ ცხოვრების გზებს“-დარაქოვის სკოლის დირექტორის მიმართვა კურსდამთავრებულებს 
24-05-2021
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაქოვის საჯარო სკოლის დირექტორი ალისა აბაჯიანი მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრებას ულოცავს და ახალი, საინტერესო ცხოვრებისკენ წარმატებულ გზას უსურვებს. ბოლო ზარის ღონისძიება, პანდემიის გამო, ვირტუალურად აღინიშნა, თუმცა ეს დღე მნიშვნელოვანი და ემოციური იყო როგორც კურსდამთავრებულებისთვის, ასევე მათი პედაგოგებისთვის.

„ჩვენს სკოლაში ბოლო ზარი 20 მაისს დაირეკა. ეს დღე ჩვენი მე-12 კლასელებისთვის მართლაც დაუვიწყარია. ემშვიდობებიან მშობლიურ სკოლას, მასწავლებლებს და იწყებენ ახალ, საინტერესო და მრავალფეროვან ცხოვრებას.

„სკოლა ცოდნის ტაძარია“ - აქედან იწყება თვალსაწიერის გაფართოება, ახლის შეცნობა, ზნეობისა და კულტურის ჩამოყალიბება.

თუმცა ჩვენი სკოლის ბოლო ზარი წელს უჩვეულოდ და განსხვავებულად დაირეკა, სკოლის შენობის მიღმა, ვირტუალურ გარემოში, მაგრამ ბოლო ზარის განცდა მაინც ინარჩუნებს თავის აქტუალობას და მნიშვნელობას როგორც კურსდამთავრებულთა, პედაგოგთა და მშობელთა მიმართ, ისე ზოგადად საზოგადოების ცხოვრებაში.

ჩვენო პატარა მეგობრებო, ვიცი, რომ სიხარულით ელოდით ამ დღეს, მაგრამ ახლა გენანებათ ბავშვობის ლამაზ და უზრუნველ წლებთან გამომშვიდობება. ცხოვრების ახალ საფეხურზე გადადიხართ, სადაც უკვე უფრო მეტი სოციალური პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ, ჩვენ კი სკოლიდან გატანთ იმ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც ჩარაღდანივით გაგინათებთ ცხოვრების სირთულეებითა და ბარიერებით სავსე გზებს.

მთელი მსოფლიოს კურსდამთავრებულებს ვულოცავ სკოლის დამთავრებას, სქესის, რელიგიის, რასის, ენის, კანის ფერის თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, უმცირესობისადმი მიკუთვნების მიუხედავად, განურჩევლად ყველას წარმატებებს ვუსურვებ“, - აღნიშნავს დირექტორი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება