სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თითოეულ მათგანში ანგელოზებს ვხედავდით“ - დანდალოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი სკოლის კურსდამთავრებულებს გამოემშვიდობა
21-05-2021
-
+



„დაე, ყველა თქვენგანის  ტვინსა და გულში გამოეკვანძოს ამ ძვირფას თორმეტ წელიწადს ცხოვრების ჯანსაღი კვირტი“ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი მე-12 კლასის მოსწავლეებს სიყვარულითა და ემოციებით სავსე წერილით დაემშვიდობა.

„კიდევ ერთი ნაკადი, კიდევ ერთი თაობა დაემშვიდობა დღეს მოსწავლეობის ოქროს ხანას, ბავშვობის,  უდარდელობის, სიცელქის ხანას, დროს, რომელიც ყველაზე ტკბილმოსაგონარი იქნება მათ ცხოვრებაში.

12 წელიწადია, რაც ჩვენ წინ  მერხებს უსხედან და თითოეულ მათგანში ანგელოზებს ვხედავდით. თორმეტი წელიწადი. იცით, ბავშვებო, ეს თორმეტი წელიწადი რა თორმეტი წელიწადია?  ცხოვრების საძირკველია, ცხოვრების წყაროს სათავეა... ეს ის დროა, რომელიც ტვინში და გულში გამოჰკვანძავს ხოლმე ცხოვრების კვირტსა. ეს კვირტი კიდევ ის კვირტია, რომელიდამაც მშვენიერი და ბრწყინვალე მტევანიც გამოვა და ძაღლყურძენაცა. ოო, ძვირფასო თორმეტო წელიწადო! ნეტავი  იმას, ვინც შენ რიგიანად მოგიხმარა. 

გილოცავთ ყველა კურსდამთავრებულს ამ მნიშვნელოვან დღეს! დაე, ყველა თქვენგანის  ტვინსა და გულში გამოეკვანძოს ამ ძვირფას თორმეტ წელიწადს ცხოვრების ჯანსაღი კვირტი და ჩვენდა საამაყოდ, მიღებული ცოდნა რიგიანად მოგეხმაროთ!

გვანცა, გილოცავ და ცხოვრების ახალ საფეხურზე წარმატებულ სვლას გისურვებ!
მჯერა, რომ შენგან ნამდვილად კარგი მტევანი გამოვიდა!

იხილეთ ფოტო - და ვიდეომასალა


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„პირველკლასელთა აკადემია“ ახალქალაქში - უნიკალური წიგნი-რვეული პირველკლასელებს გადაეცათ

საჯარო სკოლებში გამოცდები ჩაინიშნა - I-XI კლასის მოსწავლეებისთვის ტესტირება 2-დან 20 ოქტომბრამდე ჩატარდება

განათლების სფეროში საშუალო ნომინალური ანაზღაურება 1400 ლარზე მეტი გახდა

 

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენებულ შენობაში ისწავლიან 

„დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს“
 
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება