სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ცხოვრება მავნე ჩვევების გარეშე“ - ქვახვრელის საჯარო სკოლაში პროექტი განხორციელდა
21-05-2021
-
+


„ცხოვრება მავნე ჩვევების გარეშე“ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის საჯარო სკოლის ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებლის, სვეტლანა მღებრიშვილის ინიციატივით მოსწავლეებმა პროექტი განახორციელეს.

პროექტში ჩართულნი იყვნენ მეექვსე, მეშვიდე და მეცხრე კლასის მოსწავლეები.

„მათ წარმოგვიდგინეს ნახატები, რომლებზეც მოსწავლეებმა საკუთარი შეხედულებებით ასახეს  სიგარეტის, ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მავნებლობა, გვიჩვენეს პრეზენტაცია ამ თემასთან დაკავშირებით.

მე-9 კლასის მოსწავლეებმა გამართეს მცირე ვიქტორინა და შეამოწმეს დამსწრე საზოგადოების ცნობიერება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

პროექტის მონაწილეებს შორის გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართული როგორც მოსწავლეები, ასევე - მასწავლებლებიც.

შეხვედრის ბოლოს, პროექტის წამყვანებმა მონაწილეებს სთხოვეს დაეტოვათ საკუთარი მიმართვა საზოგადოებისადმი, რომელიც მნიშვნელოვანი იქნებოდა პროექტის საბოლოო მიზნის მისაღწევად“, - წერია დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება