სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ყველა ოჯახს უნდა ჰქონდეს ინტერნეტი და სახელმწიფოს დახმარება ელექტრონული ტექნოლოგიების შესაძენად“ - თამარ მახათაზე, ხაშურის N2 სკოლის დირექტორი
20-05-2021
-
+


რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკის ინტეგრირება, რას ფიქრობს სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და პროფესიის რეგულირების წესზე - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge დავით კაკიაშვილის სახელობის, ხაშურის N2 საჯარო სკოლის დირექტორის, თამარ მახათაძის​ მოსაზრებებს გთავაზობთ: 

- თქვენი აზრით, რას შეცვლის სასკოლო ცხოვრებაში სოციალური მუშაკების ინტეგრირება?

- ეს ხელს შეუწყობს სკოლიდან განთესილი და რთული მოსწავლეების რაოდენობის შემცირებას, გააღრმავებს სკოლის, ოჯახისა და თემის თანამშრომლობას. 

- რას ფიქრობთ სკოლებში სამედიცინო კაბინეტების მოწყობაზე და რამდენად მზად არის თქვენი სკოლა, შექმნას სამედიცინო მომსახურების სივრცის ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები?

- ვფიქრობ, აუცილებელია, სკოლაში ჰიგიენის დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, მოსწავლეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლეზე მონიტორინგის თვალსაზრისით. 

- თქვენი აზრით, როგორ უნდა დაძლიონ განათლების სისტემამ და სკოლებმა აკადემიური ჩამორჩენა, რომელიც გააჩინა ონლაინსწავლებამ და მასში მოსწავლეთა არათანაბარმა ჩართულობამ?

- ყველა ოჯახს უნდა ჰქონდეს ინტერნეტი და სახელმწიფოს მხრიდან დახმარება ელექტრონულ ტექნოლოგიების შესაძენად. 

- ცნობილია, რომ მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი ძალაში წელს შევა, რომელშიც მასწავლებელთა სახლის მიხედვით, გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა დირექტორის, მასწავლებლისა და ექსპერტის აზრი. თქვენ რა ხარვეზს ხედავდით წინა სქემებში და რა მოსაზრებ(ებ)ის ასახვას ისურვებდით ახალში?

- წინა სქემებსა და მასთან დაკავშირებულ პროცესებზე ბევრად უკეთესი იქნება, განსაკუთრებით თუ აქცენტი გაკეთდება მასწავლებლის საქმიანობიდან გამომდინარე შედეგებზე, მოსწავლის წარმატებებზე, იმაზე, თუ როგორ მუშაობს მასწავლებელი საკლასო ოთახში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება