სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მე ვირჩევ პროფესიას“ - თბილისის N174 საჯარო სკოლაში სოციალური პროექტი განხორციელდა
11-05-2021
-
+


თბილისის N174 სკოლის საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრამ სოციალური პროექტი - „მე ვირჩევ პროფესიას“ განახორციელა.

პროექტში XI, XI და X კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოზარდები პედაგოგებთან ერთად „თიმსის“ პლატფორმის გამოყენებით მუშაობდნენ. 

პროექტის მიზანი მოსწავლეებისათვის მომავალი პროფესიის არჩევის პროცესში დახმარების გაწევა იყო.

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაციები საქართველოში გავრცელებული „პოპულარული“ და „არაპოპულარული“ პროფესიების შესახებ. იმსჯელეს მიზეზებზე, თუ რა განაპირობებდა პროფესიების ამგვარ დაყოფას. მათ შეადგინეს იმ პროფესიების ნუსხა, რომლებიც ნელ-ნელა იმკვიდრებენ ადგილს 21-ე საუკუნის საქართველოს შრომის ბაზარზე და საკმაოდ სწრაფადაც ვითარდებიან.

მოსწავლები პროექტის ფარგლებში ყურადღებით გაეცნენ ინფორმაციებს, რომლებსაც ახალგაზრდებს საქართველოს პროფესიული სასწავლებლები სთავაზობენ. სკოლის აღსაზრდელებმა მოამზადეს პრეზენტაციებიც.  

„ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, სწორედ სკოლამ უნდა ჩამოუყალიბოს მოზარდს უწყვეტი განვითარების, მთელი ცხოვრების განმავლობაში ახალი ცოდნისა და ჩვევების დამოუკიდებლად შეძენის უნარი, რათა შეძლოს საკუთარი შესაძლებლობებისა და სულიერი მიდრეკილებების ადეკვატურად განსაზღვრა და ამის მიხედვით საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრება; მოზარდი მზად უნდა იყოს არჩევანი გააკეთოს, მომავალი განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ,“ - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მობილობისთვის რეგისტრაცია დაიწყო - ცნობილია, ყველა ცვლილება და სიახლე სტუდენტებისთვის

ანტირეკორდი ეროვნულ გამოცდებზე - საგანი, სადაც ყველაზე მეტი აბიტურიენტი ჩაიჭრა

9 სექტემბერი უქმე დღეა - მასწავლებლები პირისპირ ტრენინგებს 5-დან 13 სექტემბრის ჩათვლით გაივლიან

რეგისტრაცია 5 სექტემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი - რომელ აბიტურიენტებს ეხება სამინისტროს ინფორმაცია

ახალი წესები და 4 მთავარი მიმართულება სკოლებში - დირექტორებთან რერსურსცენტრები შეხვედრებს ატარებენ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება