სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N21 საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა კომპლექსური დავალების პრეზენტაცია გამართეს
10-05-2021
-
+


ქუთაისის N21 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალების პრეზენტაცია გამართეს. მათ დაევალათ დონალდ ბისეტის მოთხრობის - „პატარა და დიდი ტალღის“ მიხედვით ტექსტის ინტერპრეტირება და უკვე ინტერპრეტირებული ტექსტის შინაარსის შესაბამისი ნახატის შექმნა.

მოსწავლეებმა ვარაუდები სკოლაშივე გამოთქვეს, სიუჟეტზე იმუშავეს, დავალებას კი საბოლოო სახე სახლში მისცეს.  სკოლის აღსაზრდელებმა ნაწარმოებში ძალიან საინტერესო ცვლილებები შეიტანეს და ნახატებიც დიდი მონდომებით შეასრულეს.

პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეებმა თითოეული ნაშრომი მასწავლებელთან ერთად აკინძეს და წიგნად შეკრეს. მათ გარეკანის გაფორმებაზეც იზრუნეს და მიღებული შედეგით კმაყოფილები დარჩნენ.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება