სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„როგორც დირექტორი მივესალმები, რომ სკოლაში იყოს გამოცდა“-მთისძირის საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა სირაძე
08-04-2021
-
+


რას ფიქრობს ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვაზე, მისი აზრით რამდენად მნიშვნელოვანია სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რას ეტყოდა კოლეგებს - ამ საკითხებზე etaloni.ge ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო სკოლის დირექტორის ნათელა სირაძის მოსაზრებას გთავაზობთ.

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა?

- როგორც დირექტორი მივესალმები იმას, რომ სკოლაში იყოს გამოცდა, მაგალითად „კატის“ გამოცდა კარგია, ვიდრე რეკომენდაციას.

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს ? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად?

- პროფესია რაც არ უნდა აირჩიო ალბათ უნდა გულიდან მოდიოდეს და გიყვარდეს ის საქმე რასაც აკეთებ. გამოცდებამდე განვლილი მასალის გამეორებას ვურჩევ, მობილიზება გაუკეთონ ცოდნას.

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში?

- სხვათა შორის ცუდი არ არის ნამდვილად, ჩვენ ახლა საპილოტედ ვართ ჩართულნი, ორივეს ვაწარმოებთ, რაც დიდად არ მომწონს, მაგრამ ელექტრონული ჟურნალს, თუ კი სკოლას ექნება სრულად აღჭურვილი ტექნიკა თითოეულ საკლასო ოთახში, მშვენივრად გაართმევენ პედაგოგები თავს. თუ რომელიმე პედაგოგს დახმარება სჭირდება ჩვენ ყველას მყისიერად ვეხმარებით. 

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად?

- ცოტა რთული იყო, მაგრამ უნდა შევეჭიდოთ და გუნდურად ვიმუშაოთ. ყველა ვიცავთ რეგულაციებს და ერთმანეთის თანადგომით გავამხნევოთ ერთმანეთი და ყველაფერი დაძლევადია.

  

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება