სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოგვწონს, ძალიან კომფორტულია“ - რას ფიქრობენ დირექტორები ელექტრონული ჟურნალის წარმოების დანერგვაზე
02-04-2021
-
+


როგორ აფასებენ ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას; რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას ამ პროცესში - აღნიშნულ შეკითხვებზე etaloni.ge სკოლების დირექტორების მოსაზრებებს გთავაზობთ: 

ახალქალაქის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ანაიდა აბრაგიანი:

- გადავედით ელექტრონულ ჟურნალზე. ახალი სასწავლო წლიდან აღარ გვექნება მატერიალური ჟურნალი. მოგვწონს, ძალიან კომფორტულია. არის მცირ ხარვეზები. მაგალითად, საშუალო ქულა ზოგჯერ არასწორად გამოაქვს,თუმცა ეს პატარა ხარვეზებია და ვფიქრობ, ესეც აღმოიფხვრება.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის N2 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა ჩახოიანი:

- უკვე პირველი სემესტრიდან ვმუშაობთ. არის ერთადერთი პრობლემა - ინტერნეტის ხარვეზი. ყოველთვს არის რაღაც, რაც არ მოგვწონს, თუმცაღა ვეგუებით საიხლეებს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო კაპანახჩის საჯარო სკოლის დირექტორი ელშად გასანოვი:

- ჯერ ისევ მატერიალურ ჟურნალს ვიყენებთ, ამიტომ მიჭირს აზრის გამოთქმა ასე დაზუსტებით.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გონდრიოს საჯარო სკოლის დირექტორი ნარინე ხაჩატრიანი:

- არის ხარვეზები. მაგალითად, ნიშნის გამოყვანა, მაგრამ ძალიან მომწონს იმ კუთხით, რომ მშობლებს შეუძლიათ, ადევნონ თვალი ბავშვების ქულებს, დავალებებს და ა.შ.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ხანჩალის საჯარო სკოლის დირექტორი არშალუის ირიციანი:

- გავითავისეთ უკვე. ჯერჯერობით ორივე გვაქვს, მაგრამ სექტემბრიდან უკვე გადავალთ მთლიანად ელ. ჟურნალზე. არის რაღაც ხარვეზები, რომელიც ალბათ, გამოსწორდება. სხვა კუთხით, პრობლემები არ არის. ყველამ ადვილად შეისწავლა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N1 საჯარო სკოლის დირექტორი რიმა მკოიანი:

- ვმუშაობთ. ადვილად შევძელით სწავლება. არანაირი სირთულე. არის პატარა ხარვეზები, მაგრამ გამოსწორებადია.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაქალოს საჯარო სკოლის დირექტორი ჰუსეინ ჰუსეინოვი:

- ონლაინ სწავლების დროს ვიყენებდით ელ. ჟურნალს. ახლა ჯერჯერობით ისევ მატერიალურ ჟურნალს ვიყენებთ. ორივე კომფორტულია.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება