სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მომავალ თაობას სჭირდება განსაკუთრებული და სათუთი მიდგომა“ - ლიანა ბოლქვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის, განახლების საჯარო სკოლის დირექტორი
02-04-2021
-
+


რა არის წარმატებისთვის აუცილებელი და რა სჭირდება მომავალ თაობებს; ყველაზე ხშირად რას ახსენებს საკუთარ თავს და რა არის ის, რაც ეხმარება, როგორც დირექტორს - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის დირექტორის, ლიანა ბოლქვაძის ბლიც-პასუხებს გთავაზობთ:

- სკოლა არის...

-პირადად ჩემთვის, სკოლაზე მნიშვნელოვანი არაფერია. სკოლა არის ცოდნის ტაძარი; ადგილი, სადაც ზოგადი განათლების მიღებასთან ერთად, ადამიანმა სხვებთან და საკუთარ თავთან ურთიერთობა უნდა ისწავლოს; ადგილი, სადაც იზრდებიან მომავალი თაობები, რომელთაც შემდგომში უნდა ვანდოთ ქვეყნის ბედი.

- ცოდნა გვანიჭებს...

- იმის უნარს, რომ ცხოვრებაში არსებული პრობლემები დავძლიოთ და ღირსეულად გავუმკლავდეთ.

- მომავალ თაობას სჭირდება...

- განსაკუთრებული და სათუთი მიდგომა; ხელისშეწყობა თავისი უნარების წარმოჩენისა და რეალიზებისთვის.

- როდესაც მოსწავლე ვიყავი...

- ვოცნებობდი, კარგი პედაგოგი და თუ ამის საშუალება მომეცემოდა, კარგი ხელმძღვანელი ვყოფილიყავი. 

- დირექტორობა მეხმარება...

- რომ ყოველთვის მოწესრიგებული, მიზანდასახული, აქტიური და მისაბაძი ვიყო.

- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ...

- რომ მოდუნების უფლება არ მაქვს, რამეთუ უდიდესი მისია მაკისრია.

- წარმატებისთვის აუცილებელია...

- შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობა, თვითგანვითარება, თვითშეგნება და ახლის ძიება.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება