სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მომავალ თაობას სჭირდება მეტი ნდობა უფროსი თაობის მხრიდან“ - ხონის N3 სკოლის დირექტორი ვერა ბენიძე
02-04-2021
-
+


რა არის წარმატებისთვის აუცილებელი და რა სჭირდება მომავალ თაობებს; ყველაზე ხშირად რას ახსენებს საკუთარ თავს და რა არის ის, რაც ეხმარება, როგორც დირექტორს - აღნიშნულ საკითხებზე etaloni.ge ხონის N3 საჯარო სკოლის დირექტორის, ვერა ბენიძის ​ბლიც-პასუხებს გთავაზობთ:

- სკოლა არის. . . 

- ადგილი, სადაც იჭედება ქვეყნის მომავალი; სადაც მომავალი თაობა ემზადება გლობალური მოქალაქეობისთვის; სივრცე, სადაც ბავშვები ავითარებენ საკუთარ შესაძლებლობებს; ეცნობიან სამყაროს, მეცნიერებებს; სწავლობენ ცხოვრების გამოწვევებთან გამკლავებას; ადგილი, სადაც ყველა ბედნიერი და წარმატებული უნდა იყოს.

- ცოდნა გვანიჭებს. . . 

- თავისუფლებას, საკუთარი ძალების რწმენას, გადაწყვეტილებების მიღების უნარს, ოცნებების ახდენის, მიზნების მიღწევის შესაძლებლობას.

- მომავალ თაობას სჭირდება. . . 

- მეტი ნდობა უფროსი თაობის მხრიდან; მეტი შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა, პასუხისმგებლობის გრძნობის მეტად გაცნობიერება; ფიქრი, საკუთარ და ქვეყნის მომავალზე. 

- როდესაც მოსწავლე ვიყავი. . . 

- აბსოლუტურად სხვა განზომილება იყო ჩემი დროის მოსწავლეობა თანამედროვეობასთან შედარებით. აღზრდის „ტრადიციული“ მეთოდები დევიზით „შვილი მტრად გაზარდე, მოყვრად გამოგადგებაო“. ვერ ვიჯერებ, მტრად გაზრდილი შვილის მოყვრობას და რა ვქნა?! რატომ არ შეიძლება სიყვარულით ვასწავლოთ ის, რაც გვინდა რომ სიმკაცრით ისწავლოს ბავშვმა?! სკოლაში გაბატონებული მკაცრი ვერტიკალური ურთიერთობები, არანაირი თავისუფალი აზრი, თუმცა, საოცრად ბედნიერი ბავშვობის ხანა... აი, ეს იყო, როცა მოსწავლე ვიყავი.

- დირექტორობა მეხმარება. . . 

- მეტი ადამიანური და მატერიალური რესურსი მივმართო მოსწავლეების საკეთილდღეოდ; სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად; მეტად შევუწყო ხელი, რომ თითოეული მოსწავლე იქცეს რეალიზებულ, შემდგარ პიროვნებად, რომელიც ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი იქნება; ამასთანავე, შეძლებს, გლობალურ სამყაროში შეინარჩუნოს იდენტობა. 

- საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ. . .

- ცხოვრებაში ყველაფერი წარმავალია, სიყვარულის და ურთიერთობების გარდა. ყველაზე დიდი ფასეულობა ადამის მოდგმის სიყვარულია. არასოდეს დაგავიწყდეს, რომ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ. იფიქრე, როგორც ბავშვმა.

- წარმატებისთვის აუცილებელია. . . 

- სურვილი, რომ იყო წარმატებული და შრომა ამ სურვილის ასასრულებლად.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება