სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში, საზოგადოების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია“ - ბორბალოს საჯარო სკოლის დირექტორი ნელი სულხანიშვილი
23-03-2021
-
+


რას ურჩევდა აბიტურიენტებს და როგორ აფასებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ ინიციატივას; რას ფიქრობს სახელმძღვანელობის გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობასა და ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვაზე - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბორბალოს საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ნელი სულხანიშვილს ესაუბრა.

- როგორ აფასებთ ინიციატივას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, უნივერსიტეტში ჩარიცხვისას ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, გათვალისწინებული იყოს: სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან თუ კლასგარეშე მუშაობა?

- დღევანდელი გადმოსახედიდან უარყოფითად ვაფასებ, რადგან არაობიექტურობის ეჭვს ბადებს გაცემული რეკომენდაციები. იმ შემთხვევაში შევაფასებ დადებითად, თუ პროცესი იქნება გამჭვირვალე და მასწავლებლების კეთილ ნებაზე არ იქნება დამოკიდებული თითოეული მოსწავლის მომავალი. 

- რას ურჩევდით აბიტურიენტებს? რას მიაქციონ ყურადღება მომავალი პროფესიის არჩევისას და როგორ გამოიყენონ გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი უფრო ნაყოფიერად?

- პროფესიის არჩევისას, პირველ რიგში, გაითვალისწინონ თავიანთი შესაძლებლობები და ინტერესები, აგრეთვე შრომის ბაზრის მოთხოვნები, მომავალი დასაქმების შესაძლებლობები. ვურჩევ, გამოცდებამდე დარჩენილი პერიოდი გამოყენონ სწავლისთვისა და მომავლის უკეთ დაგეგმვისთვის. გამოცდებზე კი, წარმატებებს ვუსურვებ. 

- რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და რამდენად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოების აზრი საექსპერტო კომისიების მიერ?

- სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში, საზოგადოების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. ამ საკითხში ჩართული პიროვნებები უნდა იყვნენ კომპეტენტურები და პროცესი უნდა მიმდინარეობდეს გამჭვირვალედ და მიკერძოების გარეშე.

- როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების სავალდებულო დანერგვას? რამდენად მარტივად ახერხებენ მასში მასწავლებლები მუშაობას და რამდენად ხშირად საჭიროებენ დახმარებას აღნიშნულ პროცესში?

- რაც შეეხება ელექტრონულ ჟურნალებს, მისი წარმოება დიდ სირთულეებთან არ არის დაკავშირებული და სავალდებულო უნდა იყოს, თუმცა, ამისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა გამართული ინტერნეტმომსახურება აუცილებელია. ასევე, სასურველი იქნება, თუ მასწავლებლებს ჟურნალში კორექტირების საშუალება უფრო დიდი ხნის განმავლობაში ექნებათ.  

- რას ეტყოდით და როგორ გაამხნევებდით კოლეგა დირექტორებს, ვისაც ამ რთულ ეპიდპირობებში გიწევთ სკოლის მართვა და მუდმივი ზრუნვა ონლაინ თუ დასწრებითი გამართული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად?

- კოლეგა დირექტორებს ვუსურვებ, ამ მძიმე დროს არ დავკარგოთ მომავლის რწმენა. ერთად დგომითა და თავდაუზოგავი შრომით შევძლებთ ამ რთული პერიოდის გადალახვასაც.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება