სიახლეები
საინტერესო

მასწავლებლის მომზადების 1-წლიანი პროგრამა თუ მაძიებლობის კურსი? - დადებითი მხარეები და სირთულეები
27-06-2021
-
+


სკოლაში დასაქმების მსურველებს განათლების სამინისტრო პროფესიული წინსვლისთვის არჩევანს სთავაზობს - უნივერსიტეტში გაიარონ მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა ან სკოლაში დასაქმების პარალელურად ჩაერთონ მაძიებლობის პროგრამაში.

რა განსხვავებაა ამ ორ პროგრამას შორის და რომელს უფრო უწევენ რეკომენდაციას ახალბედა მასწავლებლები?

მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი  პროგრამა პედაგოგების მსურველთათვის მოკლე დროში უფროსის სტატუსის მინიჭების საშუალებაა. პროგრამის გავლა შეუძლია მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც საგნის (რომლის სწავლებაც სურს სკოლაში) გამოცდა წარმატებით აქვს ჩაბარებული. პირი, რომელიც 60-კრედიტიან პროგრამას გაივლის, სკოლაში უფროსის სტატუსით შევა. პროგრამა ერთწლიანია. სტუდენტები აღნიშნულ კურსზე მასწავლებლის პროფესიისთვის აუცილებელ თეორიულ ცოდნას შეისწავლიან, ესაა სწავლება და შეფასება, ფსიქოლოგია, მეთოდიკა, ინკლუზიური განათლება და ა.შ. პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები სკოლებში მოკლევადიან პრაქტიკასაც გადიან, წლის ბოლოს კი კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში შესაბამის დიპლომს იღებენ. სწავლება ინტენსიურია, თუმცა უნივერსიტეტები ცდილობენ, ლექციების დრო დასაქმებული სტუდენტებისთვის ხელსაყრელი იყოს.

რაც შეეხება მაძიებლობის პროგრამას, ეს სკოლაში უკვე დასაქმებულ მასწავლებლებს შეეხება. მათ, ვინც სქემაში არ არიან და სტატუსის მოპოვება სურთ. პროგრამაში მაძიებელი დირექტორის დახმარებით ერთვება, მასწავლებლის სახლის წარმომადგენელი კი მას შესაბამის დახმარებას უწევს, რომ დაძლიოს პროგრამით გათვალისწინებული თეორიული და პრაქტიკული ნაწილი.

პროგრამა უფასოა და მისი კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ მაძიებელი თავად გეგმავს სწავლის პროცესს, სწავლების ფორმატი ძირითადად ონლაინ რეჟიმშია.

თუ 60-კრედიტიან პროგრამაზე ჩასარიცხად აუცილებელი პირობაა მასწავლებლის საგნის გამოცდის ჩაბარება, მაძიებლობის კურსი საშულებას აძლევს უკვე დასაქმებულებს, რომ ორი წლის განმავლობაში დაადასტურონ კომპეტენცია.

etaloni.ge დაინტერესდა, რამდენად კმაყოფილები არიან ახალბედა მასწავლებლები აღნიშნული პროგრამებით და რა სირთულეებს შეხვდნენ სწავლის პროცესში?

„თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად ვმუშაობ, მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი 60-კრედიტიანი კურსი გავიარე და შემდეგ დავსაქმდი. პროფესიით ფილოლოგი ვარ, თუმცა რადგან დიპლომში მასწავლებელი არ მიწერია, კურსის გავლა ამიტომ დამჭირდა. საგნის გამოცდა ჩაბარებული მქონდა, თუმცა 60-კრედიტიანი პროგრამის გავლამდე სკოლებში გასაუბრებებზე უშედეგოდ დავდიოდი, ალბათ, დირექტორებს მაძიებელი არ სურდათ და ამიტომ. მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი პროგრამის გავლის შემდეგ უფროსის სტატუსით შევედი სკოლაში. ამ პროგრამის დადებითი მხარე, ალბათ, ისაა, რომ საფუძვლიანად სწავლობ თეორიას, რომელიც აუცილებლად გამოგადგება სკოლაში. რაც შეეხება სირთულეს, გასაუბრების დროს კონკურსი დიდი იყო და ბევრი მსურველი დარჩა ჩარიცხვის მიღმა - ეს პირველი სირთულეა, უშუალოდ სწავლების დროს კი ყოველდღიურად ლექციებზე დასწრებაა რთული, როდესაც მუშაობ“.

„მასწავლებლად რამდენიმე წელია ვმუშაობ, სქემაში არ ვიყავი ჩართული, შესაბამისად, სტატუსიც არ მქონდა. უფროსის სტატუსის მოსაპოვებლად მაძიებლობის პროგრამაში ჩავერთე, მართალია, პანდემიის გამო იმაზე დიდი დრო დამჭირდა სტატუსის მოსაპოვებლად, ვიდრე ვგეგმავდი, თუმცა ჩემთვის ხელსაყრელი ეს პროგრამა უფრო იყო, ვიდრე 60-კრედიტიანი. 45 წლის ვარ, ოჯახი მყავს და ინტენსიურად ლექციებზე დასწრებას ვერ მოვახერხებდი, მაძიებლობის კურსით კი თეორიული და პრაქტიკული ნაწილი სკოლაშივე შევისწავლე და მასწავლებლის სახლის წარმომადგენლის დახმარებით დავძლიე პროგრამა, იანვარში უფროსის სტატუსი მომენიჭა. ამ პროგრამის დადებით მხარედ მიმაჩნია, რომ შენზე მორგებულია სწავლება, თან მუშაობ სკოლაში და თან სწავლობ. პროგრამაში ჩართულისთვის აუცილებელია, რომ მასწავლებლის კომპეტენცია დაადასტურო მაქსიმუმ 2 წლის ვადაში, ეს ერთგვარი სტრესია, რადგან თუ გამოცდას ვერ ჩააბარებ, ყველაფერი წყალში გეყრება“.

„ქიმიას ვასწავლი თბილისის საჯარო სკოლაში. მასწავლებლის მაძიებლობის პროგრამაში ვიყავი ჩართული. შარშან, მოულოდნელად დაწყებული პანდემიის გამო, სავალდებულო აქტივობები ვერ გავიარე, შესაბამისად სტატუსი ვერ მოვიპოვე. შემოდგომაზე 60-კრედიტიან პროგრამაზე ჩავაბარე. მაძიებლობის პროგრამა 2020-2021 სასწავლო წლის პირველ სემესტრში დავასრულე, იანვარში კი სტატუსი მომენიჭა, თუმცა მასწავლებლის მომზადების ერთწლიან პროგრამაზე სწავლა უნივერსიტეტში არ შემიწყვეტია, რადგან ძალიან კარგად ისწავლება ის თეორიული ნაწილი, რაშიც პედაგოგი უნდა ერკვეოდეს. ორივე პროგრამა საინტერესოა, თუმცა მასწავლებლობის მსურველებს, სკოლაში დასაქმებამდე 60-კრედიტიანი კურსის გავლას ვურჩევდი, რადგან პირდაპირ უფროსის სტატუსით შევლენ სკოლაში. სწავლებაც ინტენსიური და საინტერესოა“.

ასევე დაგაინტერესებთ: 

როგორ დავსაქმდეთ სკოლაში? - რჩევები მაძიებლებს

როდის დაიწყება მიღება მასწავლებლის 60 კრედიტიან პროგრამაზე? - ხშირად დასმული კითხვები და პასუხები


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
უფასო ტრანსპორტირება, სტანდარტის დაცვა... კიდევ რა ევალებათ ბაღებს ახალი დოკუმენტის თანახმად
150-300-ლარიანი დახმარება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის - რა შემთხვევაში გაიცემა თითო არასრულწლოვანზე 20-ლარიანი სუბსიდია
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
სკოლა ამაყია მოსწავლის მიღწევით, მას ულოცავს ამ დიდ გამარჯვებას და წინსვლას უსურვებს
მოწაფეებმა დაასახელეს საყვარელი ავტორები და ნაწარმოებები, წაიკითხეს მონაკვეთები შერჩეული ნაწარმოებებიდან, იმსჯელეს და გამოიტანეს დასკვნები
​დაუზარელმა მოსწავლეებმა მე-7 კლასიდან დარგეს რამდენიმე ხე და დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება