სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ხშირად მოსწავლეები ჩვენი არაჩვეულებრივი მასწავლებლები არიან“ - მცხეთის N2 სკოლის დირექტორი ნანა ბოხუა​
22-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ დაახასიათებდა 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge მცხეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორის, ნანა ბოხუას ​ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- რომ კაცობრიობამ პანდემიის პირობებში ახლებურად დაიწყო ცხოვრება და ეს შეუქცევადი პროცესია; რომ ურთიერთგაფრთხილების მიზნით დაწესებულმა შეზღუდვებმა სითბოსა და ჩახუტების დეფიციტი წარმოშვა და რომ არაფერია სიცოცხლესა და ადამიანურ ურთიერთობებზე უფრო ფასეული.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- რომ ხშირად მოსწავლეები ჩვენი არაჩვეულებრივი მასწავლებლები არიან და რომ თანამშრომლობასა და გუნდურობას უდიდესი ძალა აქვს გაუთვალისწინებელ გამოწვევებთან ბრძოლაში.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- ეს იყო გამოწვევების ურთულესი წელი.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- მათი ბრძოლისუნარიანობა, შეუპოვრობა, უწყვეტი ზრუნვა პროფესიული ზრდისთვის; რომ დისტანციური სწავლების პირობებში, მათი გარჯა მედიკოსებზე ნაკლები არ იყო და ტაშს ისინიც იმსახურებენ.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- არაფერიც არ მიკვირს - მეც ვიყავი ბავშვი.

- მშობლებს ვურჩევდი...

- მეტი დრო დაუთმონ შვილებთან ურთიერთობას; პირად მაგალითზე ასწავლონ მათ მოყვასის სიყვარული, განსხვავებული აზრის პატივისცემა, შემწყნარებლობა, მიტევება, მადლიერება... უფრო მეტი ყურადღება მიაქციონ, რა ინტერნეტრესურსს იყენებს ბავშვი და რა სიხშირით.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- როგორი იქნება ცხოვრება პანდემიის შემდეგ და როდის დადგება ეს „შემდეგ“.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება