სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„პანდემიამ დაგვანახა, როგორი ნიჭიერი და მოტივირებული პედაგოგები გვყოლია“ -თბილისის N90 სკოლის დირექტორი თამარ მელიქიძე
22-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ დაახასიათებდა 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge თბილისის N90 საჯარო სკოლის დირექტორის, თამარ მელიქიძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- როგორი მნიშვნელოვანია ჯანმრთელობა; როგორი ნიჭიერი და მოტივირებული პედაგოგები გვყოლია.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- კრიტიკული სიტუაციიდან სწრაფი გამოსავლის მოძებნა; როგორი მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების გამოყენება სწავლებაში; უიმედო მდგომარეობა არ არსებობს.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- როგორც წელი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- მათი ერთსულოვნება და ურთიერთთანამშრომლობა.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- საერთოდ არაფერი მიკვირს, რადგან ყოველთვის ვიხსენებ ჩემს ბავშვობასა და ყველა სიტუაციას მათი გადასახედიდან ვხედავ.

- მშობლებს ვურჩევდი...

- ბევრი დრო გაატარონ შვილებთან; დაინტერესდნენ მათი ყოველდღიური ცხოვრებით.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- რომ არა თბილისის N90 საჯარო სკოლა, სად ვიქნებოდი, მაგრამ ბოლოს ვხვდები, რომ აქ ჩემი სამყაროა; აქ ყოველი მოსწავლე ჩემი შვილია; ყოველი თანამშრომელი ჩემი დიდი ოჯახის წევრია. ირგვლივ სითბო და სიყვარულია, რომელსაც ვქმნით ყველა ერთად.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება