სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მშობლებს ვურჩევდი, აქტიურად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში“- ავრანლოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ჯაყელი
11-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლის დირექტორის, მიხეილ ჯაყელის​ ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ: 

- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა...

- ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი ცხოვრებაში - ერთმანეთის გაფრთხილება, მეტი პატივისცემა  და გულითადი თანადგომა.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- მართალია, ონლაინ გაკვეთილების ჩატარება ჩვენთვის (და არა მარტო) ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენდა, რადგან სწავლების მეთოდოლოგიის ონლაინ სივრცეში დანერგვა სიახლე იყო და შესაბამისად, დიდ ძალისხმევას მოითხოვდა, მაგრამ ყველა მასწავლებელმა „ახალ რეალობასთან“ დროული ადაპტაცია შეძლო,  გულმოდგინედ შეისწავლა და დაამუშავა ახალი ონლაინ პროგრამები და  მოსწავლეებს საინტერესო ფორმატში მიაწოდა ყველა ახალი მასალა.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- კოვიდ-პანდემიიდან გამომდინარე, 2020 წელი იყო სავსე გამოწვევებით მძიმე წელი სრულიად საქართველოსთვის და დაუვიწყარი წელი ჩვენთვის. მე და ჩემს კოლეგებს 2020 წელმა ხელიდან გამოგვაცალა უაღრესად მეგობრული და განათლებული კოლეგა ქალბატონი, ხოლო ბავშვებს წაართვა დედა-მასწავლებელი.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- მიხარია ის, რომ პედაგოგიური კოლექტივი არის აქტიური და ერთსულოვანი; ნებისმიერ სიახლეს ხვდებიან დადებითად და სკოლაში არსებული რესურსების გამოყენებით, ატარებენ ხარისხიან გაკვეთილებს, სასწავლო პროექტებს, კონფერენციებსა და კლასგარეშე მასიურ ღონისძიებებს.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- მოსწავლეები ან საერთოდ არ კითხულობენ, ან დაბალი დონის ლიტერატურას კითხულობენ და ნაკლებად იყენებენ იმ შესაძლებლობებს, რასაც თანამედროვე ინფორმაციულ ერაში ინტერნეტსივრცე სთავაზობს.

- მშობლებს ვურჩევდი...

- მეტი ყურადღება დაუთმონ შვილებს; აქტიურად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში და მიაჩვიონ შვილები  პასუხისმგებლობასა და შრომისმოყვარეობას. 

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- ადამიანის სიცოცხლის არსზე, მის მისიაზე. ყველა ადამიანს, ხომ ჩვენ-ჩვენი  საქმე-საკეთებელი გვაქვს ერისა და ქვეყნის წინაშე. მადლიერი ვარ უფლის, რომ მაქვს საშუალება, ვასწავლო და აღვზარდო ახალგაზრდები ეროვნული სულისკვეთებით.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება