სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„თუ დირექცია და პედკოლექტივი ერთ მუშტად შეკრული გუნდია, ადვილად გაუმკლავდება სიძნელეებს“ - მესხეთის საჯარო სკოლის დირექტორი ნაზი სადილიანი
11-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მესხეთის საჯარო სკოლის დირექტორის, ნაზი სადილიანის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ: 

- კოვიდ პანდემიამ დაგვანახა. . . 

- რა გამოწვევის წინაშე უნდა დადგე მოულოდნელად და რომ არ უნდა შეშინდე, რომ უნდა შეძლო გააძლიერო პედაგოგიური კოლექტივი და ერთმანეთის თანადგომით გაუმკლავდე სიძნელეებს, რომელიც არ არის მარტივი, დიდ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ სხვა რა გზაა. 

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა. . . 

- რომ დაუძლეველი არაფერია, თუ რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობით ეკიდები დაკისრებულ მოვალეობას. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს სამინისტროს, რომელმაც საოცარი ძალისხევა გასწია და გვერდში დაუდგა სკოლებს.

- 2020 წელს დავახასიათებდი. . . 

- ძალიან რთულ წლად, რომელმაც ძალიან ბევრ რამეზე დაგვაფიქრა, მაგრამ გვასწავლა, რომ არ უნდა შეშინდე, ოპტიმისტურად და პოზიტიურად განეწყო და რაც მთავარია, როცა დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ერთ მუშტად შეკრული გუნდია, ადვილად გაუმკლავდება სიძნელეებს.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია. . . 

- თუ როგორ უმკლავდებიან ახალ გამოწვევებს. როგორ ეხმარებიან ერთმანეთს ამ გამოწვევების დაძლევაში. როგორი პასუხისმგებლობით მუშაობენ, როგორ აინტერესებენ მოსწავლეებს ამ რთულ პერიოდში და უხალისებენ სწავლას.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს. . .  

- როგორ სწრაფად აუღეს ალღო ონლაინ სწავლებას. უმრავლესობა როგორ ცდილობს დაეხმაროს შედარებით სუსტ მეგობარს. როგორ ცდილობენ მასწავლებლების მიერ მიცემული დავალებები შეასრულონ პასუხისმგებლობით. 

- მშობლებს ვურჩევდი. . . 

- პანდემიამ დაგვანახა, როცა მშობელი გვერდით უდგას შვილს, ადვილად ახერხებს ბავშვი სირთულეების დაძლევას, ამიტომ ვურჩევ მათ მეტ ჩართულობას, აქტიურობას და იფიქრონ, რომ შვილის წარმატების უმთავრესი პირობა სკოლის და მშობლის თანამშრომლობაა.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ. . . 

- რომ მოულოდნალად როგორ შეიძლება შეიცვალოს ცხოვრება არც თუ სასიკეთოდ, რომ არ უნდა დანებდე, არ გაქვს უფლება უღალატო ამ უკეთილშობილეს პროფესიას, რომ შენ წინ დგას ქვეყნის მომავალი, რომელსაც როგორც არასდროს, ისე სჭირდები, ეს არ არის ადვილი, ჩვენც ხომ უამრავი პრობლემა გვაქვს, ოჯახები გვყავს, მაგრამ როცა მოწოდებით მასწავლებელი ხარ, როცა სკოლის ხელმძღვანელი გგქვია, სხვანაირად ვერ მოიქცევი. იმედია, 2021 წელი უკეთესი იქნება, დავძლევთ პანდემიას და კვლავ გავუხალისებთ ჩვენს მოსწავლეებს ღონისძიებებითა და ექსკურსიებით სასკოლო ცხოვრებას.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება