სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ონლაინ სწავლებამ დაგვანახა, თუ რამდენად საჭიროა კომპიუტერული ტექნოლოგიების ფლობა“ - მზექალა მინაძე, სამების საჯარო სკოლის დირექტორი
11-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის დირექტორის, მზექალა მინაძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ: 

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- რომ, ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს ჩვენი ჩვეული ცხოვრების წესი და რეალური საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი ჩვენგანი. პანდემიამ დაგვანახა, რამდენად აუცილებელია პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარი და სხვისი ჯანმრთელობის გამო.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა და დაგვანახა, რამდენად საჭიროა კომპიუტერული ტექნოლოგიების ფლობა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების მხრიდან; გვასწავლა ახალი უნარები: დისტანციური გაკვეთილების ჩატარება; დისტანციური შეხვედრა მშობლებთან; დისტანციური პედსაბჭოები და ტრენინგები და სხვ.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- 2020 წელი მთელი მსოფლიოსთვის დიდი გამოწვევის წელი იყო. წელი, რომელმაც შეიწირა უამრავი ადამიანის სიცოცხლე და ძლიერი ეკონომიური ზარალი მიადგა მცირე მეწარმეებს და კიდევ მრავალი რამ...

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- როდესაც პასუხისმგებლობით ეკიდებიან ნებისმიერ გამოწვევას; განსაკუთრებით, როდესაც სიახლეებს არ უშინდებიან და უტიფრად მიიწევენ განვითარებისკენ.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- მიკვირს, რომ ბავშვები უფროსებთან შედარებით, ადვილად შეეგუვნენ პანდემიასთან დაკავშირებულ რეგულაციებს; რომ ვაკვირდები ბავშვები უფრო პირნათლად ასრულებენ პანდემიის რეგულაციებს.

- მშობლებს ვურჩევდი...

- იყვნენ უფრო მეტად ინფორმირებულები პანდემიასთან დაკავშირებულ რეგულაციებისა და წესების შესახებ.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- ცხოვრება მშვენიერია ბევრი ცხოვრებისეული გამოწვევების მიუხედავად. ვიცხოვროთ სიკეთის კეთების სურვილით და ვაკეთოთ სიკეთე და  ვერას დაგვაკლებს კორონავირუსი.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება