სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მშობლებს ვურჩევდი, შვილების უფროსი მეგობრები იყვნენ“ - ნინო წილოსანი​, ბანოჯის საჯარო სკოლის დირექტორი
08-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; როგორ აფასებს 2020 წელს და რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის საჯარო სკოლის დირექტორის, ნინო წილოსანის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ: 

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- რომ მე და ჩემი გუნდი უსაზღვროდ ვართ შეყვარებული იმ გარემოზე, რასაც სასკოლო ცხოვრება ჰქვია და ჩვენ მოწოდებით მასწავლებლები ვართ. 

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- დიდი პასუხისმგებლობით მოგვეხდინა ადაპტირება არსებულ სიტუაციასთან. შესაძლებლობების შესაბამისად, გვეპასუხა მაღალი პროფესიონალიზმით საგანმანათლებლო სივრცის გამოწვევებზე და გვესწავლა სწავლებისთვის.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- როგორც საგანმანათლებლო სივრცის ინოვაციურ ერთ-ერთ აქტიურ წლად, რადგან ურთულესი გამოწვევების წინაშე აქტიურად ვიყავით ჩართული, რომელსაც სდევდა ემოცია, შიში და მაღალი მოლოდინები.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- მათი გულწრფელი, კეთილგანწყობილი დამოკიდებულება, მაღალი თანამშრომლობითი კულტურა, პროფესიონალიზმი. ინოვაციებისადმი, სასკოლო კულტურის შექმნისა და ჩამოყალიბებისადმი მზაობა.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს... 

- სწავლა-სწავლების მიმართ გულგრილობა.

- მშობლებს ვურჩევდი...

- იყვნენ შვილების უფროსი მეგობრები. აგრძნობინონ კეთილგანწყობა, სიყვარული, მხარდაჭერა. დიდი დრო გაატარონ შვილებთან; მოუსმინონ და გაიზიარონ მათი მოსაზრებები. დაამკვიდრონ შვილებთან პოზიტიური ატმოსფერო. 

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- ჯანმრთელობა, მშვიდობა და წარმატებები იყოს ჩემს პატარა წალკოტ საქართველოში. ამაყობდეს ყველა ქართველი თითოეულის მიღწევებით.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება