სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ვცდილობ, ჩვენი მოსწავლეები მაღალი ზნეობის ადამიანები გახდნენ“- ვენერა ოდილავაძე, სამტრედიის N3 საჯარო სკოლის დირექტორი
05-03-2021
-
+


Etaloni.ge  სამტრედიის N3 საჯარო სკოლის დირექტორს, ვენერა ოდილავაძეს წარმოგიდგენთ, რომელიც პოზიტიური დამოკიდებულებით მუდმივად ცდილობს, სკოლაში მოსულ თითოეულ ადამიანს ცხოვრება გაულამაზოს. სკოლაში სასწავლო პროცესი რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს. ქალბატონი ვენერა კი ბლიც-ინტერვიუში იმაზე საუბრობს, როგორ დაძლიეს კოვიდ-პანდემიის გამო წარმოქმნილი გამოწვევები საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში - ურთიერთთანამშრომლობითა და გუნდურობით.

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...


- ვჭირდებით ერთმანეთს და გვმართებს ერთმანეთის გაფრთხილება... როგორ დავძლიოთ პრობლემები.

- ონლაინ-სწავლებამ გვასწავლა...

- ელექტრონული რესურსების შექმნა-გამოყენება. სწრაფი ადაპტირება განსხვავებულ სასწავლო გარემოში.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- როგორც დიდი გამოწვევების წელიწადს. სიახლეების ძიების, პრობლემაზე ორიენტირების, თანადგომისა და სიყვარულის წლად.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია... 

- ინოვაციების დანერგვა საგაკვეთილო პროცესში, თვითგანვითარებაზე ზრუნვა, თანამშრომლობითი და მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს შექმნა.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს... 

- სიახლეებისადმი შიში.

- მშობლებს ვურჩევდი...

- მეტი დრო გაატარონ შვილებთან ერთად. იყვნენ მათი უახლოესი მეგობრები და საუკეთესო მრჩევლები. ასევე აქტიურად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- როგორ ჩავწვდე თითოეული მოსწავლის შინაგან სამყაროს და დავეხმარო მას დამალული ნიჭის რეალიზებაში. შევქმნა მისგან არამხოლოდ განათლებული, არამედ მაღალი ზნეობის ადამიანი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ბაღში წარმოდგენილი სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება