სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თოვდა და თბილისს ებურა თალხი“ - აფხაზეთის N14 სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა
05-03-2021
-
+


„თოვდა და თბილისს ებურა თალხი“ - აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა. სკოლის წარმომადგენელი კვირეულის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებზე გვიამბობს.

„19.02 - მოსწავლეებს ისტორიის მასწავლებლებმა და კლასის ხელმძღვანელებმა მიაწოდეს ინფორმაცია, თუ როგორ აღუდგა წინ ქართული ჯარი და მოხალისეები მე-11 არმიას კოჯორისა და ტაბახმელას მისადგომებთან.

22.02  - მოსწავლეებმა დაამზადეს კედლის გაზეთები „შენი ცა და მიწის კიდე, არ დაუთმო ვინმეს რიდით“.

23.02 - მოეწყო ფილმის ჩვენება „დღე, რომელიც მუდამ უნდა გვახსოვდეს“, სადაც მოსწავლეებმა ადრე შეძენილი ინფორმაცია ნანახს შეადარეს და გადმოსცეს საკუთარი აზრი.

24.02 -  ჩავატარეთ დისკუსია თემაზე: „ათოვდა ზამთრის ბაღებს“. მოსწავლეებმა იმსჯელეს საქართველოს დამოუკიდებლობის 3-წლიან ისტორიაზე და საქართველოს ანექსიის უარყოფით მხარეებზე.

25.02 - ლიტერატურული საღამო „მაგრამ სამშობლო ისაა მხოლოდ, რაც უსიკვდილოდ არ დაითმობა!“ - მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მით მოპოვებული ინფორმაციები რუსეთის მიერ ოკუპაციის შესახებ. წაიკითხეს ლექსები, მიძღვნილი „ოკუპაციის 100 წლისთავზე“.

სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის ისტორიის მასწავლებელ მაყვალა მეფორიას, კლასის ხელმძღვანელ ვენერა (ნანი) ესართიას, სკოლის  მე-9 კლასის მოსწავლეებს: ანი ღულათავას, თიკო საბულუას, ნანა თოდუას, თედო  თოლორაიას, ანრი შამათავას, დიმიტრი ვართაგავას რომ მათ გააცოცხლეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის შეწირული სულები“,-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება