სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რგანის საჯარო სკოლაში პროექტი - „100 წელი ოკუპაციიდან“ განხორციელდა
02-03-2021
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგმა, დავით ბუჭუხიშვილმა, რომელიც ორიოდე კვირაა, რაც პროფესიული საქმიანობას ასრულებს, პირველი ნაბიჯების გადადგმა ენთუზიაზმით, თანამედროვე იდეებისა და მეთოდების განხორციელებით დაიწყო.

სკოლის ინფორმაციით, პედაგოგმა, მე-10 კლასის მოსწავლეთა ჩართულობით, პროექტი - „100 წელი ოკუპაციიდან“ დაგეგმა და განახორციელა.

„ამაღელვებელი იყო სურათი, როცა დაფაზე დახატულ მავთულხლართებშემოხვეული საქართველოს ფონზე, იდგნენ ბავშვები და მიმოიხილავდნენ იმ 100-წლიან პერიოდს, რომელიც ქვეყანამ 1921 წლიდან დღემდე გამოიარა. ყვებოდნენ, როგორ იბრძვის საქართველო ოკუპანტის წინააღმდეგ ამ ხნის განმავლობაში.

მარიამ სამხარაძის ჯგუფმა ისტორიის ის მძიმე ფურცელი გადაგვიშალა, რომელიც 1921 წლის თებერვლის მოვლენებს უძღოდა წინ.

ნათია ქუთათელაძემ დამოუკიდებლობის აქტი გაგვაცნო. გვანცა სამხარაძემ, საბა გოგოლაძემ და გიორგი ბოღიშვილმა ანტისაბჭოთა გამოსვლებზე ისაუბრეს. ნანა ხვედელიძე, საბა ხვედელიძესთან, სალომე ჩაფიძესა და ლუკა კაპანაძესთნ ერთად, 1937 წლის რეპრესიებსა და იმ მტკივნეულ მხარეს შეეხო, როცა ოკუპაციამ ქართველ ინტელიგენციას, ხელოვნებას, ლიტერატურასა და სხვა ნებისმიერ სფეროს ავნო...

მოსწავლეებმა დაწვრილებით განიხილეს ის წლები, როდესაც უკვე მერამდენედ, არ დაგვინდო მტერმა და საბოლოოდ მოგვკვეთა ჩვენი ყველაზე ძვირფასი ნაწილი - აფხაზეთი და სამაჩაბლო. არც 9 აპრილი და 8 აგვისტოს საშინელი დღეები დავიწყებიათ.

იხსენებდნენ ბავშვები საქართველოს გმირებს, ტკივილიან წარსულს და ჩვენ, მათი პედაგოგები, ამაყები ვიყავით იმით, რომ გვეზრდება მომავალი, რომელიც სამშობლოს სიყვარულით გულანთებული, გმირების ხსოვნას „სანთლებად აინთებს“ და ისე არ იქნება, რომ „ჯავრი შესჭამონ მტრისანი“.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის ახალბედა პედაგოგს, დავით ბუჭუხიშვილს და მე-10 კლასის მოსწავლეებს. უსურვებს მათ წინსვლასა და წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება