სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის სახლი პედაგოგებისთვის ინფორმაციას ავრცელებს: ვებინარი ჩაატარება საგანში, რომლის პილოტირება იანვრიდან იწყება
14-01-2021
-
+


მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (კომპიუტერული ტექნოლოგიების) მასწავლებლებისთვის ვებინარს ჩაატარებს. 

„სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ექსპერტების მიერ შემუშავდა კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლების ახალი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც II, III და IV კლასებში საგანი „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ (ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები) შედის.

2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან (იანვრიდან) საგნის „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ პილოტირება დაიწყება „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართულ 400-მდე ქართულენოვან სკოლაში;

ქართულენოვან სკოლას, სურვილის შემთხვევაში, უფლება აქვს მეორე სემესტრიდან საათობრივ ბადეში შეიტანოს „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ და დაიწყოს მისი სწავლება II, III და IV კლასებიდან რომელიმე ან სამივე კლასში;

2021-2022 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან (სექტემბრიდან) საგანი ყველა სკოლაში შევა“, - აღნიშნულია მასწავლებლის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვებინარის მონაწილეები გაიცნობენ ახალ სტანდარტს და იმ ელექტრონულ რესურსებს, რომლებიც მასწავლებლებს ამ საგნის დანერგვაში დაეხმარება. 

ვებინარზე დასასწრებად 20 იანვარს, 16:00 საათზე გადადით ბმულზე.

ვებინარს წარუძღვებიან:

განათლების მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ტექნოლოგიების მიმართულების ექსპერტი - სანდრო ასათიანი;

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ექსპერტ-კონსულტანტი - ნინო მარღიშვილი.
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება